2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ ფინალში, “ბორჯღალოსნებმა” პორტუგალია 38:11 დაამარცხეს. რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია! მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა, რომელშიც 5 ქართველი მორაგბე მოხვდა. საუკეთესო თხუთმეტეულში შალვა მამუკაშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ვასილ ლობჟანიძე, თედო აბჟანდაძე და […]
ვასილ ლობჟანიძე: „ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები“
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია. პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. „ფინალი ერთი თამაშია და ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე […]
RugbyPass – ნოემბრის ტესტების სიმბოლურ გუნდში ვასილ ლობჟანიძე მოხვდა
ირლანდიურმა სარაგბო ვებგვერდმა, RugbyPass-მა, ნოემბრის ტესტების სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე – ვასილ ლობჟანიძე მოხვდა. ,,ბორჯღალოსნებმა” ნოემბერში სულ სამი მატჩი ჩაატარეს და ორში იმარჯვეს (ურუგვაისთან, უელსთან), ერთში კი დამარცხდნენ (სამოასთან). ლობჟანიძე სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო. სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3-3 მოთამაშე, ახალი ზელანდიიდან და ირლანდიიდანაა. საუკეთესო თხუთმეტეული RugbyPass-ის ვერსიით: […]
მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა
შემოდგომის ერთა სერიების მესამე ტურის შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. კარდიფში გამართულ შეხვედრაში, “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს (12:13). შემოდგომის ერთა სერიების ოფიციალურ Facebook გვერდზე, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად, გამოკითხვა ჩატარდა. გულშემატკივრების ხმათა უმრავლესობით, მესამე ტურის საუკეთესო მორაგბედ ვასილ ლობჟანიძე დასახელდა. შეგახსენებთ, სანდრო თოდუა კიდევ ერთი ბორჯღალოსანია, რომელიც გულშემატკივრებმა მე-3 ტურში გამოარჩიეს. თოდუას ლელო […]
შემოდგომის ერთა სერიები | უელსი Vs. საქართველო – ყველაფერი პრინციპული მატჩის შესახებ
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შედგება. შემოდგომის ერთა სერიების მესამე ტესტ-მატჩის წინ, ავტორიტეტული სარაგბო პორტალი Planetrugby ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით გამართულ შეხვედრაში, არგენტინის დამარცხების შემდეგ, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს და მიჯრით მეორე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. პირველ ტესტ-მატჩში ძლევამოსილ ახალ […]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ბრივის’ ქართველმა ლეგიონერმა ვასილ ლობჟანიძემ მეორე ლელო გაიტანა. მისმა გუნდმა მე-9 ტურში ‘რასინგ 92’-ს უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე ერთით მეტი – 5 ლელო გაიტანა 38:43 დამარცხდა. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო, 56-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 12 წუთში მოედანზე მოუწია დაბრუნება. 34-ე წუთზე, ხელდახელ სწრაფი შეტევისას მან რაქიდან გამოვარდნილი ბურთი აიტაცა, […]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის მე-5 ტურში სამმა ქართველმა ლეგიონერმა ლელო გაიტანა. მათგან ორის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა, ერთი კი ამ ლელოს წყალობით ნუგეშ-ქულას გამორჩა. ‘ბრივმა’ მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება ‘ბეიონთან’ იზეიმა – 25:22. მასპინძელთა შემადგენლობაში პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ. პირველი ტაიმის მიწურულს მან მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა, ოვალი აიტაცა და ლელომდე 40 […]
ვასილ ლობჟანიძის ლელო სტად ფრანსეს წინააღმდეგ | VIDEO
საფრანგეთის ტოპ 14-ის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში, “სტად ფრანსე” “ბრივს” დაუპირისპირდა. პარიზში გამართული დაპირისპირება მასპიძელთა მარცხით, 17:33 დასრულდა. “ბრივმა” სტუმრად მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვების შედეგად, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. “სტად ფრანსესა” და “ბრივის” დაპირისპირებაში ხუთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთა მარქაფაში გიორგი მელიქიძე იმყოფებოდა. “ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში ლუკა ჯაფარიძე ვიხილეთ, ხოლო ვანო კარკაძე, სოსო ბეკოშვილი და ვასილ ლობჟანიძე […]
7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 […]