ირლანდიურმა სარაგბო ვებგვერდმა, RugbyPass-მა, ნოემბრის ტესტების სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე – ვასილ ლობჟანიძე მოხვდა. ,,ბორჯღალოსნებმა” ნოემბერში სულ სამი მატჩი ჩაატარეს და ორში იმარჯვეს (ურუგვაისთან, უელსთან), ერთში კი დამარცხდნენ (სამოასთან). ლობჟანიძე სამივე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იყო. სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი, 3-3 მოთამაშე, ახალი ზელანდიიდან და ირლანდიიდანაა. საუკეთესო თხუთმეტეული RugbyPass-ის ვერსიით: […]