დღეს, 21 თებერვალს სტარტი აიღო დიუსელდორფის გრანდ სლემმა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობს. -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა მეორე რაუნდში ისრაელის წარმომადგენელი – ტალ ფლიკერი დაამარცხა და შემდეგ, მე-3 ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ფილიპინელ – შუგენ ნაკანოსა და გერმანელ – დენ მატუშჩოვიჩს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ვაჟა მარგველაშვილს, […]