7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 8 მაისს, მეორე საშეჯიბრო დღეს, 66 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. ვაჟა მარგველაშვილის ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ ვაჟა მარგველაშვილი 2014 წლიდან ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი […]