9 თებერვალს სტარტს აიღებს პარიზის გრანდ სლემი, სადაც საქართველოს სახელით 11 ძიუდოისტი იასპარეზებს. რამდენიმე წუთის წინ გაიმართა წილისყრა, სადაც გაირკვა თუ ვინ იქნებიან ქართველი ფალავნების მოწინააღმდეგეები. -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი იასპარეზებენ. თემურ ნოზაძე ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იქნება, რაც შეეხება ჯაბას, იგი მეორე […]