მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია
სექტემბერი 19, 2018
83
ხვალ, 20 სექტემბერს, აზერბაიჯანში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება. დღეს ბაქოში წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 10 ძიუდოისტით იასპარეზებს. -60 კგ: საქართველოს სახელით -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. ორივე ძიუდოისტი ხვალ იასპარეზებს. ლუხუმ ჩხვიმიანი ისაამ ბასუსა და ვალენტინ ალიპიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება. […]