მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა. “საქართველოს წინააღმდეგ უნდა გავიმარჯვოთ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად გამარჯვება გვაქვს მოპოვებული, მეტოქეს პატივს ვცემთ და ვიცით, რომ რთული მატჩი გველოდება. მეტოქე კარგად გავაანალიზეთ და მოედანზე მატჩის მოსაგებად გავალთ. მართალია, ჩვენ გულშემატკივრები ბევრი გოლის გატანით გავახარეთ, […]