26 თებერვალს ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, პრაღის “სლავიამ” ინგლისურ “ლესტერს” სტუმრად, “ქინგ პაუერზე“, საშინაო კედლებში ნათამაშები უგოლო ფრეს შემდეგ, 2 უპასუხო გოლი გაიტანა და ასპარეზობას გამოთიშა. ამ მნიშვნელოვანი ისტორიული გამარჯვებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ჩეხური კლუბის ფეხბურთელებმა წარმატება გუნდის ყოფილ და ამჟამად პრემიერლიგის ვარსკვლავ ტომას სოუჩეკთან ერთად აღნიშნეს. “ვესტ ჰემის” 25 წლის საყრდენ ნახევარმცველს […]