ზურიკო დავითაშვილი: “გულშემატკივრის წინაშე უფრო მოტივიორებულები ვითამაშებთ”
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. მეექვსე და მეშვიდე ტურების მატჩებისთვის ეროვნულმა გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ვილი სანიოლმა “ჯვაროსნების” 25-კაციან შემადგენლობასთან ერთად საწვრთნელი პროცესი თბილისში დაიწყო, საიდანაც გუნდი 7 ოქტომბერს ბათუმში გაემართება და 9-ში საბერძნეთის წინააღმდეგ შეხვედრისთვის მოემზადება. მზადების პროცესში, მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის […]
თამაზ კოსტავა: “მთავარია, რომ ჩამჯდარ ფეხბურთს არ ვთამაშობთ. ასეთი თამაშებით კი შედეგი აუცილებლად მოვა”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, “დინამო თბილისის” ლეგენდარული თაობის ვეტერანმა წარმომადგენელმა, თამაზ კოსტავამ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, 1980-იან წლებში არსებული მდგომარეობასა და საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებზე. “ესპანეთთან თამაშით გაოცებული ვიყავი. მათ სტუმრად 1:0 რომ მოვუგეთ, ცალკარა იყო. ახლა კი მეორე ტაიმში 1:1-ზე ისეთი კარგი მომენტები შევქმენით და მერე გოლი […]
თენგიზ სულაქველიძე: “ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ნებისმიერ გუნდში ითამაშებს”
საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში, “დინამო თბილისის” ლეგენდარული თაობის ვეტერანმა ნახევარმცველმა, თენგიზ სულაქველიძემ სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ნაკრებში მიმდინარე სიახლეებსა და 20 წლის ტალანტზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. “სანიოლის ხელში ჩვენმა ნაკრებმა განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. ვერც წარმოვიდგენდი, ამ გუნდს ამდენი თუ შეეძლო. შვედეთთან და ესპანეთთან წასაგები თამაშები არ იყო. მინიმუმ სამი ქულა უნდა გვქონოდა. […]
ისტორიული რეკორდი იზრდება – საქართველოს ნაკრების ღირებულება 137 მილიონზე მეტი გახდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ღირებულება წამყვანი სტატისტიკური და სატრანსფერო პლატფორმის, Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით 137.38 მილიონი ევრო გახდა. ცხადია, ეს მაჩვენებელი ისტორიული რეკორდის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს, ვინაიდან წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება 50 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ფასმა ზრდა საგრძნობლად დაიწყო. ლოგიკურია, რომ ეს ჩვენი გუნდის ორი ლიდერის, […]
კახა ცხადაძე: “სანიოლი რუმინეთთან თამაშს სწორად მიუდგა”
„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა შეაფასა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1. „ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ რუმინელების სახეები ხომ ნახეთ? ასეთ შეხვედრებს თავისი მიზანი აქვს. გუშინ დავინახე, რომ მწვრთნელს თავისი კონკრეტული მიზნები ჰქონდა და ის შეასრულა. ჩემთვის ყველაზე პოზიტიური ისაა, რომ მოვიგეთ. ეს […]
კიდევ ერთი დებიუტანტი ეროვნული ლიგიდან – საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის თვეში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს – “ჯვაროსნები” რუმინეთისა და ნიდერლანდების ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრებისთვის, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის კიდევ ერთი დებიუტანტი და ეროვნული ლიგის კიდევ ერთი წარმომადგენელი – წყალტუბოს “სამგურალის” 22 წლის თავდამსხმელი, სერგო კუხიანიძე. ფრანგი სპეციალისტის რჩეულთა ნუსხაში არ არის “ანორთოსისის” ფორვარდი, გიორგი ქვილითაია. საქართველოს […]
კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, უკვე ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება: საქართველოს ნაკრები: გიორგი ლორია – გრიგოლ ჩაბრაძე, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი – ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი – გიორგი ქვილითაია. […]
მეტოქე, რომელსაც პირველად ვხვდებით: საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მიმდინარე წელს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ეროვნული გუნდი 6 ივნისს, ნიდერლანდების ნაკლებს დაუპირისპირდება. საინტერესოა, რომ აღნიშნულ მეტოქეს “ჯვაროსნები” ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნიდერლანდებში, “ტვენტეს” სტადიონზე, ენსხედეში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდი შემდეგ შეხვედრას 2 ივნისს, რუმინეთის […]
მორიგი დებიუტანტი – ვილი სანიოლმა აზაროვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა – “დინამო ბათუმის” 19 წლის ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი “ჯვაროსნებთან” ერთად საბერძნეთის წინააღმდეგ მატჩისთვის მოემზადება. ფრანგმა სპეციალისტმა ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან შენგელიას ნაცვლად გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ “ქონიასპორის” მარჯვენა ვინგერმა გუშინ ესპანეთთან მატჩში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ის მარტის სანაკრებო პაუზის ბოლო თამაშს გამოტოვებს. ირაკლი აზაროვი 21-წლამდე […]
მძიმე ტრავმა: ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიიღო და ის ეროვნულ გუნდს უდიდესი ალბათობით, 2021 წელს დარჩენილ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც გრაცის “შტურმი” “პსვ ეინდჰოვენთან” – 1:4 დამარცხდა. ავსტრიული კლუბის მეათე ნომერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მისი დაზიანება […]
ნემსაძის წითელი ბარათი, U21 ნაკრების ფორვარდის სადებიუტო გოლი – ელიგის ახალი სეზონი საინტერესოდ დაიწყო
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონი “დინამო არენაზე”, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის “დინამო თბილისისა” და 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებული წყალტუბოს “სამგურალის” დაპირისპირებით დაიწყო. ეროვნული ლიგის ახალ სეზონში პირველი გოლის გამტანი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სერგო კუხიანიძე გახდა, რომლისთვისაც ეს ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში პირველი მატჩი და სადებიუტო გოლი გახლდათ. 21 წლის ფეხბურთელმა ანგარიში […]
ნიდერლანდების ნაკრების სერიოზული დანაკლისი საქართველოსთან მატჩის წინ
საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში, ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს სერიოზული დანაკლისი ექნება. გარდა იმისა, რომ გუნდს კაპიტანი და არამხოლოდ დაცვის, მთლიანად შემადგენლობის ლიდერი, ვირჯილ ვან დაიკი ტრავმირებულია და მთლიანად ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, ნიდერლანდელებს კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, მატეის დე ლიხტი ვერ დაეხმარებათ. “ნარინჯისფერები” “ჯვაროსნებთან” ტურინის “იუვენტუსის” უკანახაზელის გარეშე ითამაშებენ, რადგან 21 წლის ფეხბურთელს საზარდული აწუხებს და […]