საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ, 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა. “იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები […]