ვილი სანიოლი: “სექტემბერზე უკეთეს კონდიციებში ვართ, საბერძნეთთან გამარჯვებისთვის ვითამაშებთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ბათუმი არენაზე პრესკონფერენცია გამართა და საბერძნეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “დღეს ბათუმში ტრაგედია დატრიალდა და პირველ რიგში მინდა ყველა ქართველს მივუსამძიმრო. საბერძნეთი დიდი საფეხბურთო ქვეყანაა. ჩვენ 2004 წლის ევროპის ჩემპიონებზე ვსაუბრობთ. მათი ბევრი ფეხბურთელი დიდ კლუბებში თამაშობს. თუმცა, ჩვენ […]
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარის ნაკრები – 4:0 დაამარცხა და ბულგარეთსა და ჩრდ. მაკედონიის შეხვედრის ფრედ (1:1) დასრულების შემდეგ ჯგუფში გალიდერდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ვიცოდით, რომ გიბრალტარის ნაკრები ამ ჯგუფში ყველაზე პატარა გუნდია, თუმცა ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა მეტოქეზე. საწყისი და ბოლო 25 […]
სანიოლი: ,,კვარაცხელიას შესახებ მუდმივი საუბარი უხერხულია, საკუთარი ლიდერი ყველა გუნდს სჭირდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მონღოლეთთან გასამართ ამხანაგურ მატჩზე ისაუბრა: ,,მონღოლეთი სხვა კონტინეტის ნაკრებს წარმოადგენს და შესაძლოა, მათზე ბევრი ინფორმაცია ცნობილი არ იყოს, თუმცა მეტოქისთვის ვემზადებით, მათ მატჩებს ვუყურეთ და გავაანალიზეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო დროს ნაკრებში მეტი ან შედარებით ნაკლები სათამაშო წუთები მიიღეს, ამიტომ ახალი სახეები გამოჩნდებიან, რათა ისინი გამოვცადო და […]
შვედეთის ნაკრების მწვრთნელი: “ძალიან უკმაყოფილო ვარ, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი გვქონდა”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ჯვაროსნების” შესახებაც ისაუბრა. “უკმაყოფილო ვარ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც ჩაგვიტარებია. ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარგ დაცვას თამაშობდნენ და კონტრშეტევების დროსაც აგრესიულად მოქმედებდნენ. საქართველოსგან […]
სიახლე სამწვრთნელო შტაბში: საქართველოს ნაკრებში მარსელის ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს!
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრა გამართავს, რისთვისაც ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა მზადება 24 მაისს, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარე “ზესტაფონის” ბაზაზე დაიწყო. “ჯვაროსნებმა” არასრული შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართეს, სადაც ქართველმა ფეხბურთელებმა სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი, ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელი, ფაბიან ბუსუე გაიცნეს. ვილი სანილის ახალ თანაშემწეს კარიერის განმავლობაში “ლე მანში“, მარსელის “ოლიმპიკსა” და “ნოტინგემ ფორესტში” უმუშავია. […]
ჟორჟინიო ვაინალდუმი: “ქართველი ნახევარმცველების განლაგებამ ცენტრში ზეწოლა და სივრცეების ათვისება გაგვიიოლა”
ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, “მფრინავი ჰოლანდიელების” კაპიტანმა, ჟორჟინიო ვეინალდუმმა სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდის შესახებ ისაუბრა. “შოტლანდიის წინააღმდეგ დაშვებული შეცდომები ახლა გამოვასწორეთ. იყო ეპიზოდები, რომელშიც შევცდით და მეტოქემ ამით შანსი მიიღო, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელმა ყველაფერი გაანალიზა და არ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში პრობლემები გვქონდა. ისინი თამაშობდნენ ჩამშლელი ნახევარმცველით და ორი […]
ვილი სანიოლი: “2021 წელი უფრო პოზიტიური გამოდგა, ვიდრე ნეგატიური”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც კონკრეტული მატჩი, ისე მთლიანად სანაკრებო პაუზა შეაფასა. “პირველ რიგში, მატჩის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წლის ბოლო მატჩი […]
ვილი სანიოლი: “ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა და მოედანზე ფრის სათამაშოდ არ გავალთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე […]
სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]
“ისტორიის შავი გვერდი, სირცხვილი” – როგორ გამოეხმაურა რუმინული პრესა საქართველოსთან მარცხს?
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, მასპინძელი რუმინეთის ეროვნული გუნდი – 2:1 დაამარცხა. რუმინელთა მარცხს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივ მედიაში, სადაც ეს დღე რუმინული ფეხბურთის ისტორიის შავ ფურცლად და სირცხვილად შეფასდა. “საქართველოსთან ტესტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მკრთალი მცდელობა გულშემატკივრების წინაშე თქვენი დანაოჭებული შესახედაობის დამალვისა, ერევანში წარუმატებლობის შემდეგ უხეშად განადგურდა გუნდის სახე. ვილი სანიოლის გუნდის შემადგენლობაში უმეტესობა […]
სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთთან დიდი ანგარიშით, 1:4 წაგებული მატჩი შეაფასა. “დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს […]
ვილი სანიოლი: “შედეგის მისაღწევად დისციპლინის სულისკვეთების შენარჩუნება მნიშვნელოვანია”
29 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის წინააღმეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ტირანაში გასამართი წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია შედგა. „იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნულ ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, […]