რუმინეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. საინტერესოა, რომ ეროვნული გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დებიუტანტია, ლაზარე კუპატაძე და . საქართველოს ნაკრები: ლაზარე კუპატაძე – გრიგოლ ჩაბრაძე, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვირკველია, ირაკლი აზაროვი – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია, ლევან შენგელია, თორნიკე ოქრიაშვილი (კ) , მურთაზ დაუშვილი […]
რუმინეთის მწვრთნელი: “საქართველო და ინგლისი შემოდგომისთვის მოსამზადებლად შესაფერისი მეტოქეები არიან”
რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მირელ რადოიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, მეტოქის ძალებსა და საკუთარი გუნდის მიზნებზე ისაუბრა. 40 წლის სპეციალისტმა ხაზი ასევე ტრიბუნაზე გულშემატკივრის დაბრუნებას გაუსვა. “საქართველოს და ინგლისის ნაკრებები შემოდგომაზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებლად შესაფერისი დონის მეტოქეები არიან. გულშემატკივრების დაბრუნება სასიხარულოა ყველასთვის, პერსონალისა თუ ფეხბურთელებისთვის. მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია იგრძნონ, რომ ისინი იმავე […]
საბა ლობჟანიძე: “სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, ეს ყველაფერი ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება”
ნიდერლანდების ნაკრებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევმა, საბა ლობჟანიძემ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება. ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, […]
საბერძნეთის მწვრთნელი: “იმედგაცრუებულები ვართ, ეს არ არის ის, რაც გვსურდა”
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ შიფმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა. “ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა. პირველ ტაიმში, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მთლიანობაში, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები […]
საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ცნობილია საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადი შემადგენლობა. “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საბერძნეთთან მატჩისთვის შემდეგი 11 ფეხბურთელი შეარჩია: გიორგი ლორია – ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, გურამ გიორბელიძე – ჯაბა კანკავა (კ), ნგიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი – საბა ლობჟანიძე, […]
სანიოლი პირველი კომენტარი – ქართული ფეხბურთის ისტორიას ერთად დავწერთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ფრანგი სპეციალისტი “ჯვაროსნებს” სათავეში უახლოეს დღეებში ჩაუდგება სანიოლმა მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მიმართა: “მოგესალმებით, მე გახლავართ ვილი სანიოლი. მე წილად მხვდა პატივი, რომ შემდეგი კვირიდან თქვენი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიყო. სფფ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებმა და ნაკრების მოთამაშეების პოტენციალმა დამარწმუნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში […]
სანიოლი რუმინეთთან მატჩამდე – ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი
რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. „ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი […]
სანიოლი: “გამიმართლა, რომ ასეთი ფეხბურთელები მყავს”
ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა. gazzeta.gr-თან საუბარში ფრანგმა სპეციალისტმა ჩატარებული 3 მატჩი შეაფასა და საბერძნეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზეც ისაუბრა. საბერძნეთთან თამაშსა და წინა შეხვედრებზე: “ვფიქრობ, რომ საბერძნეთი პირველ ტაიმში უკეთესი იყო. მეტოქეს 2-3 საგოლე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში პირიქით მოხდა, ჩვენი საერთო სურათი უფრო კარგი იყო. ანგარიშში ჩამოვრჩით, მაგრამ […]
სანიოლი: “გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბულგარეთთან დიდი ანგარიშით, 1:4 წაგებული მატჩი შეაფასა. “დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს […]
სანიოლი: “იხილავთ გუნდს, რომლითაც ქვეყანა იამაყებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბრის მესამე შეხვედრას ბულგარეთში გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი უკვე ორი დღეა სოფიაში იმყოფება. დღეს ქართველმა ფეხბურთელებმა ამხანაგური მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშეს. ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ტრავმის გამო ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს თურქული “ჰატაისპორის” ქართველი ლეგიონერი საბა ლობჟანიძე გამოტოვებს. ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბურჯანიასთან ერთად პრესკონფერენციაზე ადგილობრივი მედიის […]
სანიოლი: “საბერძნეთსა და ჩვენ რთული მატჩი გვექნება”
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკიში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ ტუმბა არენაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. “ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, […]