ვილი სანიოლი: “შვედეთთან ვნახეთ, რომ სანახაობრივი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მინდა ეს მომავალშიც ვნახო”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მეორე ტურის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის შვედეთთან ჩატარებულ შეხვედრასა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შედეგებზე. “შვედეთთან მატჩში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამაყი ვარ. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. ჩვენი პირველი შეხვედრის […]
სანიოლი რუმინეთთან მატჩამდე – ჩემს ფეხბურთელებს ვენდობი
რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა. „ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი […]
სექტემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, სექტემბერში გასამართი შეხვედრებისთვის ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის 26-კაციანი სია ასე გამოიყურება: “ჯვაროსნები” სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავენ და 2 და 5 სექტემბერს, შესაბამისად, კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ხოლო 8 სექტემბერს ბულგარეთთან ამხანაგურად ითამაშებენ.
ვილი სანიოლი – თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. ამხანაგური მატჩების წინ საქართველოს პირველი არხთან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელთმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მოლოდინები ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის და მომავალი ამხანაგური მატჩების მიმართ ორი ამხანაგური მატჩი გველის, მაგრამ როდესაც […]
საქართველომ გიბრალტარის ნაკრები დაამარცხა
დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გოლის ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი წიტაიშვილი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო საქართველოს ნაკრებში. პირველი გოლი ჩვენი მხრიდან კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. მეტოქეთა მხრიდან გოლის ავტორი ლუი ენესლი იყო, რომელმაც ანგარიშის შემცირება სტანდარტულიდან […]
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი – რას ფიქრობს ქართული სპორტული მედია?
15 თებერვალი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – 1990 წლის ამ დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირს გამოეყო და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირისგან დამოუკიდებლად არსებობა დაიწყო. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, ოღონდ უკვე 31 წლის შემდეგ, ცნობილი გახდა, თუ ვინ უთავკაცებს ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდს. სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, “ჯვაროსნების” მთავარი მწვრთნელი […]
საბერძნეთის მწვრთნელი: “იმედგაცრუებულები ვართ, ეს არ არის ის, რაც გვსურდა”
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, საბერძნეთან სტუმრად ფრე – 1:1 ითამაშა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვანტ შიფმა, პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა. “ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც გვსურდა. პირველ ტაიმში, რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, თუმცა მთლიანობაში, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები […]
საქართველოსთან მარცხის მწვავე შედეგები: ფედერაციის პრეზიდენტი მწვრთნელისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
საქართველოს ნაკრებთან მარცხის შემდეგ (1:2) რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, რაზვან ბურლეანუმ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, მირელ რადოის მისამართით საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა და წაგებით გამოწვეული ბრაზი ვერ დამალა. “წარუმატებელი საღამო იყო. ეს აშკარად უკან გადაგმული ნაბიჯია. ამასთან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება. ის, რაც რადოის და ტექნიკურ პერსონალს ამ მატჩისთვის და ინგლისთან თამაშისთვის მიზნად […]
მძიმე ტრავმა: ოთარ კიტეიშვილმა მყესი გაიწყვიტა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა მძიმე ტრავმა მიიიღო და ის ეროვნულ გუნდს უდიდესი ალბათობით, 2021 წელს დარჩენილ შეხვედრებში ვერ დაეხმარება. ეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც გრაცის “შტურმი” “პსვ ეინდჰოვენთან” – 1:4 დამარცხდა. ავსტრიული კლუბის მეათე ნომერი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს, როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მისი დაზიანება […]
ვილი სანიოლი: “გუნდში კარგი ატმოსფეროა, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ”
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მარტის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ტირანაში ალბანეთის ნაკრებს ესტუმრა და დაუმარცხებელი სერია ხუთ მატჩამდე გაზარდა. ტირანაში ჩატარებული შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ზედიზედ მეოთხე მატჩში შეინახა მშრალად კარი, რომელსაც ამჯერად გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ესპანეთთან თამაშმა აჩვენა, რომ […]
ვილი სანიოლი: “მარცხი საწყენია, მაგრამ მარტში თავს განსხვავებულად წარმოვაჩენთ “
2022 წლის ბოლო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩის ეგიდით მაროკოს წინააღმდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გამართა და – 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, კომენტარი გააკეთა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი მარცხის შესახებ ისაუბრა. “დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ […]
ვილი სანიოლი: “ეროვნული ლიგა ნაკრებში მოსახვედრად პრობლემას არ წარმოადგენს”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველოში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს საჯაროდ პირველად უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მან სანაკრებო სიაში შეიყვანა. “რა თქმა უნდა, მას მერე, რაც საქართველოში ჩამოვედი, ყველა ფეხბურთელის თამაში ვნახე და მათ შესაძლებლობებს გავეცანი. ნაკრების ყველა კანდიდატს თვალს ვადევნებდი, […]