ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში, “ტვენტეს” სტადიონზე, ადგილობრივმა ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს – 3:0 სძლია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, სადაც ჩვენი გუნდის ძალებზეც ისაუბრა. “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, რადგან რამდენიმე ნათელი წერტილი დავინახე, როგორც ბურთის ფლობისას, ისე მის გარეშე ყოფნის დროს. კარგია ისიც, რომ ფლანგებზე […]