საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში ისაუბრა. „ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, […]