“თამაშამდე ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე ვიქნებოდით და ეს არ შეიცვლებოდა” – ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და 1/2 ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მომავალი მეტოქე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ჩვენი პოტენციური მოწინააღმდეგები თურქეთი, საბრძენეთი და ყაზახეთი არიან. ერთა ლიგის […]
საქართველომ გიბრალტარის ნაკრები დაამარცხა
დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. გოლის ავტორები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი წიტაიშვილი იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო საქართველოს ნაკრებში. პირველი გოლი ჩვენი მხრიდან კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. მეტოქეთა მხრიდან გოლის ავტორი ლუი ენესლი იყო, რომელმაც ანგარიშის შემცირება სტანდარტულიდან […]
გიბრალტარის წინააღმდეგ საქართველოს შემადგენლობა ცნობილია
დღეს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ჯგუფურ შეხვედრას გამართავს. აღნიშნული მატჩი გიბრალტარის წინაამდეგ გველის, რომელიც 22:45 საათზე დაიწყება. ამ შეხვედრისთვის გუნდის ფრანგმა თავკაცმა ვილი სანიოლიმ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მეკარე: გიორგი ლორია დაცვა: დავით ხოჭოლავა, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე ნახევარდაცვა: ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი შეტევა: ხვიჩა კვარაცხელია, საბა ლობჟანიძე, ბუდუ ზივზივაძე ამ […]
ვილი სანიოლი: “მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს – ჩვენგან ყველა გამარჯვებას ელის”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას 26 სექტემბერს ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გიბრალტარს ესტუმრება. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. “მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩი გველის. აქ იმისთვის ვარ, რომ ყოველთვის საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიო, რადგან მოგება ჩვენთვის მთავარი მიზანია. რა თქმა უნდა, […]
“ფეხბურთი ჭადრაკი არაა, რომ სულ ლოგიკას ექვემდებარებოდეს” – ვილი სანიოლი
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დაუპირისპირდა. “დინამო არენაზე”, პრინციპულ მეტოქესთან გამართული მნიშვნელოვანი მატჩი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ეს გამარჯვება მინდა ვიზეიმო ჩემს მოთამაშეებთან, ფედერაციასთან […]
ვილი სანიოლი: “ჩვენი მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა და მოედანზე ფრის სათამაშოდ არ გავალთ”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში, საქართველოს ნაკრები ჩრდ. მაკედონიის ეროვნულ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” უმასპინძლებს. მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია ჩაატარა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად, თუ ვინმე თვლის, რომ ფავორიტი მაკედონიის ნაკრებია, ეს მე […]
ვილი სანიოლი: “სპალეტის ვეთანხმები, კვარას მეც ამაზე ვესაუბრე – მას გაუმჯობესება კიდევ შეუძლია”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით დაკომპლექტებული შემადგენლობა გამოიძახა. შემადგენლობის დასახელების შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა დეტალებზე ისაუბრა. “ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ჯგუფში ყველაზე რთული მეტოქეა და ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე. ვერ გეტყვით კმაყოფილი ვიქნები თუ არა ამ მატჩის ფრედ დასრულების […]
ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის დასკვნითი ორი ტურის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულ სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო) დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით […]
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ეროვნული გუნდის კარგი სათამაშო ფორმის და უშუალოდ გუნდის შიგნით არსებული სასიამოვნო ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა. “საქართველომ ნაკრებმა ივნისში წარმატებით რომ ითამაშა, ამას მრავალი მიზეზი გააჩნია. ამისთვის დღევანდელმა ფედერაციამ ბევრი გააკეთა. ნაკრებშიც ორგანიზაციაც აშკარად შეცვლილია. ზოგადად, ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა. მახსოვს, ადრე “საბურთალოზე” რა მინდორზე ვვარჯიშობდი და […]
ვილი სანიოლი: “სექტემბერში უფრო ძლიერები დავბრუნდებით…”
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებთან ფრედ 0:0 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა – ვილი სანიოლიმ, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან დღევანდელი მატჩი შეაფასა. “4 ტურის შემდეგ ჩემი რეზიუმე დადებითია, 10 ქულას 4 ტურის შემდეგ არავინ მოელოდა. ცუდია, რომ დღეს 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ, თუმცა სექტემბერში უფრო […]
სანიოლი: ,,კვარაცხელია იტალიაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ,,ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელაის გადასლვაზე ისაუბრა: ,,თუ ნაპოლიმ კვარაცხელია გაიფორმა, ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ მასში რაღაც განსაკუთრებული დაინახეს. ხვიჩა ძალიან ნიჭიერია. ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ის განსაკუთრებულია, თუმცა, თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ, რა შეუძლია მას. უდავოა, რომ კვარაცხელია იტალიაში უმაღლესი დონის ფეხბურთელი გახდება,” – სანიოლის სიტყვებს […]
UEFA-ს ერთა ლიგის C-დივიზიონის C-ჯგუფის მესამე შეხვედრა, კვლავ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. “ჯვაროსნები” ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრნენ და სკოპიეში გამართულ შეხვედრაში, მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრეს. ჩრდილოეთ მაკედონია საკუთარ მოედანზე, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ 0:3 დამარცხდა და შეიძლება ითქვას, რომ 2 წლის წინ განცდილი მარცხის გამო, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა რევანში აიღო. მასპინძელთა კარი ბუდუ ზივზივაძემ, […]