მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ბათუმი არენაზე”, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის (0:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. “იმ ყველაფრით, რაც მოედანზე მოხდა, იმედგაცრუებული ვარ. საწყისი 25 წუთის განმავლობაში, აგრესიულობის, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვქონდა, ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ […]