დასაწყისი, პროფესიონალიზმის მნიშვნელობა და ახალი თაობის მომავალი – ვილი სანიოლის ინტერვიუ | VIDEO
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების ოფიციალურ პარტნიორ, საქართველოს ბანკთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა და ბევრი თემის შესახებ ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა. “გულახდილად რომ გითხრათ, როცა ალექსანდრე იაშვილმა დამირეკა, საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მისი შემოთავაზება მივიღე, რამდენჯერმე ვიდეოზარით ვისაუბრეთ, შემდეგ კი უბრალოდ ვთქვი, “მოდი დავიწყოთ”. ასე ადვილად დაიწყო ყველაფერი. ხანდახან ფეხბურთი სულაც […]
ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!
უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების საწყისი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია! მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა […]
ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია!
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის C დივიზიონის დასკვნითი ორი ტურის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნული გუნდის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის რჩეულ სიაში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ: მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო) დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით […]
ეროვნული გუნდი სარაევოში შეიკრიბა – საქართველოს ნაკრები წლის პირველი მატჩისთვის ემზადება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის პირველი მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი მარტის თვეში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს და ჯერ 25 მარტს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას, შემდეგ კი 29-ში ალბანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შეკრება უკვე დაიწყო. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საქართველოს ნაკრები 22 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება, სამხრეთ კორეული “ულსან ჰიუნდაის” ქართველი ლეგიონერი […]
ესპანეთის ნაკრები: ყველაფერი, რაც ფურია როხას შესახებ უნდა ვიცოდეთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. ვილი სანიოლი თავის ახალ გუნდთან ერთად, სადებიუტო ქულების მოპოვებას ამჯერად “ფურია როხას” წინააღმდეგ შეეცდება. მისია ნამდვილად რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი, მითუმეტეს, რომ 5 წლის წინ, პირინეელებთან ბოლო შეხვედრისას, მართალია ამხანაგურად, თუმცა მაინც, მეტოქეს – 1:0 ვაჯობეთ. […]
ვაკო ყაზაიშვილი ნაკრებს ვერ დაეხმარება – იძულებითი ცვლილება ეროვნულ გუნდში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში „ულსან ჰიუნდაის“ ქართველი ლეგიონერი ვერ შეუერთდება. 28 წლის შემტევის ნაცვლად, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში უნგრული “უიპეშტის” მარცხენაფლანგელ გიორგი ბერიძეს უხმო. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია […]
ვილი სანიოლი “მხოლოდ ნიჭით ვერაფერს მოიგებ, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვაქვს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “ბათუმი არენაზე”, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მარცხის (0:2) შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, შეხვედრა შეაფასა და მარცხის მიზეზებზე ისაუბრა. “იმ ყველაფრით, რაც მოედანზე მოხდა, იმედგაცრუებული ვარ. საწყისი 25 წუთის განმავლობაში, აგრესიულობის, მონდომების და თავდადების ნაკლებობა გვქონდა, ამით ძალიან უკმაყოფილო ვიყავი. მაღალი დონის ფეხბურთი მხოლოდ […]
ვილი სანიოლი – თაობები მოდიან და ეროვნული გუნდი აქედან შედეგს მიიღებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, 29 მარტს კი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება. ამხანაგური მატჩების წინ საქართველოს პირველი არხთან ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელთმა, ვილი სანიოლმა სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მოლოდინები ეროვნული გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობის და მომავალი ამხანაგური მატჩების მიმართ ორი ამხანაგური მატჩი გველის, მაგრამ როდესაც […]
ვილი სანიოლი: “2021 წელი უფრო პოზიტიური გამოდგა, ვიდრე ნეგატიური”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა 2021 წელი ამხანაგურ შეხვედრაში, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთთან – 1:0 გამარჯვებით დაასრულა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და როგორც კონკრეტული მატჩი, ისე მთლიანად სანაკრებო პაუზა შეაფასა. “პირველ რიგში, მატჩის შესახებ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წლის ბოლო მატჩი […]
ვილი სანიოლი: “3 ქულა ფეხბურთელების სწორი მუშაობის შედეგია, მათ ძლიერი მენტალიტეტი აჩვენეს”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოს სტუმრად, პრიშტინაში – 2:1 დაამარცხა. ვილი სანიოლისთვის სადებიუტო ოფიციალურ გამარჯვებაში, ხოლო უშუალოდ მუნდიალების საკვალიფიკაციო ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველ მოგებაში წვლილი გოლებით თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა შეიტანეს. მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა შეხვედრა შეაფასა და სხვადასხვა ასპექტების შესახებ […]
ვილი სანიოლი: “არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობდა ნაკრებში წლების განმავლობაში, მთავარი სათამაშო ფორმა და მოტივაციაა”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ივნისის თვეში გასამართი სანაკრებო შეხვედრებისთვის შერჩეული შემადგენლობის შესახებ, გუნდის სათამაშო ფორმისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ სასტუმრო შერატონში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “რაც შეეხება სერგო კუხიანიძის ეროვნულ გუნდში მოხვედრას, ის განსხვავებული სათამაშო სტილის მქონე ფორვარდია. ის მოწადინებულია გოლის გატანისთვის და ვფიქრობ მისთვისაც და ჩვენთვისაც ამ დონეზე მისი გამოცდა საინტერესო იქნება. […]
ვილი სანიოლი: “ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება”
ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მარცხის (1:4) შემდეგ, პრესკონფერენცია გამართა. “ასეთ დონეზე, მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება. მეორე ტაიმი პირველზე უკეთესად ჩავატარეთ – ვფიქრობ, ბურთით კარგად ვითამაშეთ. ბულგარეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონ იტალიასთან არ წააგო, გუნდი ძველ დონეს იბრუნებს. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, პოზიტივზე საუბარი ასეთი წაგების შემდეგ არ შეიძლება,” – თქვა სანიოლმა. საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში სამივე მატჩი […]