რონალდუზე, ბენზემაზე და სხვა სუპერვარსკვლავებზე წინ – ვის უსწრებს კვარაცხელია სატრანსფერო ფასით?
2022 წლის 27 სექტემბერს წამყვანმა საფეხბურთო სტატისტიკის და სატრანსფერო მონაცემების მწარმოებელმა კომპანია Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების და იტალიური “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი განაახლა და იგი 20 მილიონით გაზარდა. შედეგად, 21 წლის ტალანტის სატრანსფერო ღირებულება ამ მომენტისთვის 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ყველა დროის ქართული რეკორდია. საინტერესოა, რომ ამ ზრდის შემდეგ, კვარაცხელიამ არაერთ სუპერვარსკვლავს გაასწრო და უკან […]
ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა […]
კარლო ანჩელოტი: “გეგმა შევასრულეთ, მაგრამ შესრულებამ კითხვები გააჩინა”
მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ელ კლასიკოში, “ბარსელონას” დამარცხება (3:2) შეაფასა. “ჩვენ ვცდილობდით მოწინააღმდეგეთა ხაზებს შორის გვეპოვა სივრცეები, კონტრშეტევის მიზნით საგრძნობლად ვამცირებდით წინ ინტენსივობას და მეტი კონტროლი გვქონდა სიღრმიდან. მე ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ნამდვილად საკმარისად ვითამაშეთ მოსაგებად. თუმცა, მოედანზე მხოლოდ ჩემი გუნდი კი არა, მეტოქეებიც იმყოფებოდნენ, ამიტომ […]
ხავი: “წარსულის შიშით დაკომპლექსებულებმა ვითამაშეთ”
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ ეტაპზე გამართულ ელ კლასიკოში, მადრიდის “რეალთან” მარცხი (2:3) შეაფასა. “სევდიანი ვარ ასეთი შედეგის ხილვით. მე-20 წუთიდან, მეჩვენებოდა, რომ რაღაც კომპლექსებით ვითამაშეთ, ახლო წარსულის შედეგების გამეორების შიშით. თუმცა, შემდეგ მოვახერხეთ ამ მომენტის დაჩრდილვა და თამაში ჩვეულ რეჟიმში წარიმართა. თუ მონეტას გადავატრიალებთ და ის “ბარსას” მხარეს დაეცემა, მაშინ […]
‘ჯოგა ბონიტო’ – ანუ ლამაზად თამაში ვინიციუსის განმარტებით | VIDEO
“ჯოგა ბონიტო” პორტუგალიური სიტყვათაშეთანხმებაა და ქართულად ითარგმნება, როგორც – ითამაშე ლამაზად. როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ამომავალ ვარსკვლავს”, ვინიციუს ჯუნიორს ეს ფრაზა განსაკუთრებულად ესმის და ამის დემონსტრირება მან ლა ლიგის მე-9 ტურში, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მოახდინა. “სამეფო კლუბმა” მეტოქეს ქარიმ ბენზემას ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა, მაგრამ მატჩის მთავარი მოქმედი პირი ბრაზილიელი ტალანტი იყო, რომელმაც არაერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი […]
ვინიციუსის შედევრი და დუბლი ლევანტეს წინააღმდეგ (ვიდეო)
გრინვუდზე, ვინიციუსზე, ჰადსონ-ოდოიზე და სხვებზე წინ – ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში მეშვიდეა
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური გამოცემა footballcritic-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა. პლანეტის 21-წლამდე უნიჭიერეს მოთამაშეებს შორის, ყაზანის “რუბინის” 20 წლის მარცხენაფლანგელი მეშვიდე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც უესლი ფოფანა, დომინიკ შობოშლაი, რაიან სესენიონი, ედუარდო კამავინგა, ვინიციუს ჯუნიორი, მეისონ გრინვუდი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, ბუკაიო საკა, ბრანდონ უილიამსი და […]
რა უთხრა ბენზემამ მენდის ჩუმად, ვინიციუსის შესახებ? (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, მადრიდის “რეალმა” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” სტუმრად, გერმანიაში, ფრე – 2:2 ითამაშა. შეხვედრაში “სამეფო კლუბის” მხრიდან გოლების გატანა ქარიმ ბენზემამ და კაზემირომ მოახერხეს. პირველმა მათგანმა შესვენების დროს საინტერესო რამ გააკეთა, რაც კამერებს არ გამოპარვიათ. ფრანგმა თავდამსხმელმა თანამემამულე ფერლანდ მენდის მშობლიურ ენაზე – ისე, რომ მათი დიალოგი ვინიციუს ჯუნიორს არ მოესმინა […]
ვინიციუსმა მოედანზე შესვლიდან ერთ წუთში გაიტანა – 2:3 (ვიდეო)
ვინიციუსის კორონავირუსის ტესტზე პასუხი ცნობილია
“რეალის” ამომავალ ვარსკვლავს – ვინიციუს ჯუნიორს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ვარსკვლავი დაინფიცირებული არ არის. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტესტზე ნაჩვენები ნეგატიური შედეგის შემდეგ, ზინედინ ზიდანს ვინიციუსის შემადგენლობაში დაყენება “ალავესის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეეძლება. ლა ლიგის დასრულებამდე 3-ტურით ადრე, “სამეფო კლუბი” პირველ ადგილზე […]
ვინიციუსმა გაიტანა! რეალი მალიორკას ამარცხებს (ვიდეო)
ზიდანი: “ვინიციუსმა ეს დაიმსახურა”
5-წლიანი პაუზის შემდეგ, ლა ლიგის ეგიდით “სანტიაგო ბერაბეუზე” ჩატარებულ ელ კლსიკოში გამარჯვების (2:0) შემდეგ, მადრიდის “რეალის” მთაარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა შეხვდრა შეაფასა და 3 ქულის მომტანი გოლის ავტოის ვინციუს ჯუნიორის გამო კმაყოფილება გამოხატა. “მოხარული ვარ, მან ეს დაიმსახურა. ეს რთული მეტოქის წინააღმდეგ გატანილი უმნიშვნელოვანესი გოლი იყო. მინდოდა, რომ ისკოს დარტყმული გასულიყო, მაგრამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საოცარი […]