‘ჯოგა ბონიტო’ – ანუ ლამაზად თამაში ვინიციუსის განმარტებით | VIDEO
“ჯოგა ბონიტო” პორტუგალიური სიტყვათაშეთანხმებაა და ქართულად ითარგმნება, როგორც – ითამაშე ლამაზად. როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ამომავალ ვარსკვლავს”, ვინიციუს ჯუნიორს ეს ფრაზა განსაკუთრებულად ესმის და ამის დემონსტრირება მან ლა ლიგის მე-9 ტურში, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მოახდინა. “სამეფო კლუბმა” მეტოქეს ქარიმ ბენზემას ერთადერთი გოლის მეშვეობით აჯობა, მაგრამ მატჩის მთავარი მოქმედი პირი ბრაზილიელი ტალანტი იყო, რომელმაც არაერთ ეპიზოდში ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი […]
Golden Boy-ს ტიტულისათვის 5 ამომავალი ვარსკვლავი იბრძოლებს
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, ჯასტინ კლუივერტი, მატეის დე ლიხტი, პატრიკ კუტრონე და ვინიციუს ჯუნიორი “Golden Boy 2018”-ის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. აღნიშნულ ჯილდოს გავლენიანი იტალიური სპორტული ტაბლოიდი, Tuttosport-ი ევროპის ტოპ-ლიგებში მოასპარეზე 21-წლამდელ ფეხბურთელებს გადასცემს – გასული წლის გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მასიმო ფრანკიმ აღნიშნა, რომ ღონისძიების მთავარი მიზანია ყოველწლიურად ერთი ახალი ტალანტის გამოვლენა – სწორედ ამ […]
ბარსელონას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აქვს
“ბარსელონას” მიმდინარე სეზონი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია და ამას სტატისტიკაც მოწმობს. კატალონიურ გრანდს პრობლემები თავზე საყრელად აქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის წასვლა, შემადგენლობის გაახალგაზრდავების მტკივნეული პროცესი და დიდი ფინანსური კრიზისი. ამ ყველაფრის ფონზე, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ არც ციფრები მეტყველებენ. ესპანელმა ჟურნალისტებმა საინტერესო სტატისტიკას მიაკვლიეს. კერძოდ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებული 28 მატჩიდან გუნდმა […]
გრინვუდზე, ვინიციუსზე, ჰადსონ-ოდოიზე და სხვებზე წინ – ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოში მეშვიდეა
საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ინგლისური გამოცემა footballcritic-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა. პლანეტის 21-წლამდე უნიჭიერეს მოთამაშეებს შორის, ყაზანის “რუბინის” 20 წლის მარცხენაფლანგელი მეშვიდე ადგილს იკავებს. საინტერესოა, რომ საქართველოს ამომავალი ვარსკვლავი ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც უესლი ფოფანა, დომინიკ შობოშლაი, რაიან სესენიონი, ედუარდო კამავინგა, ვინიციუს ჯუნიორი, მეისონ გრინვუდი, კალუმ ჰადსონ-ოდოი, ბუკაიო საკა, ბრანდონ უილიამსი და […]
ვინიციუს ჯუნიორს თავზე უკბინეს
ბრაზილიელ ვუნდერკინდს „ატლეტიკო B-სთან“ დერბის დროს უცნაური ამბავი შეემთხვა: ფეხბურთელს მეტოქემ თავზე უკბინა. ვინიციუსმა მთელი მატჩის განმავლობაში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქეს ორი გოლიც გაუტანა და ამისთვის მეტოქის კაპიტნისგან, ტაჩისგან, კბენა დაიმსახურა. Atletico Madrid B captain, Tachi has just gone full Luis Suarez on Vinicius Junior 😂😱#Vinicius #ViniciusJr #RMCastilla pic.twitter.com/cTrrkYOV45 — Xtra Minute (@XtraminuteTV) September 4, […]
ვინიციუსი ელ კლასიკოების ისტორიაში შევიდა
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მორიგი ელ კლასიკო გაიმართა, სადაც მადრიდის “რეალმა” “ბარსელონა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ლა ლიგას სათავეში ჩაუდგა. მადრიდელთა მხრიდან, პირველი გოლი ვინიციუს ჯუნიორმა გაიტანა, რომელიც ამ გოლით ელ კლასიკოების ისტორიაში შევიდა. 19 წლის ვინიციუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლეო მესის შემდეგ, რომელმაც ელ კლასიკოში გოლი გაიტანა (19 წლის და 233 დღის). ეს რეკორდი აქამდე […]
ვინიციუსის კორონავირუსის ტესტზე პასუხი ცნობილია
“რეალის” ამომავალ ვარსკვლავს – ვინიციუს ჯუნიორს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ვარსკვლავი დაინფიცირებული არ არის. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. ტესტზე ნაჩვენები ნეგატიური შედეგის შემდეგ, ზინედინ ზიდანს ვინიციუსის შემადგენლობაში დაყენება “ალავესის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში შეეძლება. ლა ლიგის დასრულებამდე 3-ტურით ადრე, “სამეფო კლუბი” პირველ ადგილზე […]
ვინიციუსის ულამაზესი ფინტი ჟირონას მცველების წინააღმდეგ
31 იანვარს გამართულ, კოპა დელ რეის მეოთხედფინალში გამართულ შეხვედრაში “რეალმა” “ჟირონა” 1-3 დაამარცხა, სადაც ვინიციუსმა შესანიშნავად იასპარეზა და აქტივში 1 საგოლე პასი მიითვალა. მის მიერ გაკეთებული ულამაზესი ფინტი კი დღეს ინტერნეტ სამყაროში გავრცელდა და აღფრთოვანება გამოიწვია. Vinicius Jr plays with a mad level of confidence for his age #GironaRealMadrid pic.twitter.com/2cArEVIxB5 — Joseph Perry (@Liability_Perry) January […]