მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების (1:0) შემდეგ, შვედეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც “ჯვაროსნების” შესახებაც ისაუბრა. “უკმაყოფილო ვარ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც ჩაგვიტარებია. ვერ ვითამაშეთ ის თამაში, რომელიც გვსურდა, რადგან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარგ დაცვას თამაშობდნენ და კონტრშეტევების დროსაც აგრესიულად მოქმედებდნენ. საქართველოსგან […]