დღევანდელ საფეხბურთო სამყაროში არსებული თითოეული ტაქტიკური ხედვა, წარსულში ჩამოყალიბებული ინოვაციური იდეების მოდიფიცირებული ვერსიაა. ხშირად, როდესაც “დიდ ინოვატორებზე” ვსაუბრობთ, მაშინვე რინუს მიხელსი და იოჰან კრუიფი გვახსენდება, მაგრამ 20-ე საუკუნეში იყო არაერთი მნიშვნელოვანი, შედარებით მივიწყებული ფიგურა, რომელმაც საფეხბურთო ევოლუციაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. სწორედ ასეთი ადამიანი იყო ვიქტორ მასლოვი: ადამიანი, რომლის გავლენაც თითოეულ საფეხბურთო მატჩში ვხედავთ. სპეციალისტი, […]