ვიქტორ მონხილი: “დინამო ჩემი სახლია, იმედი მაქვს, ახლო მომავალში ისევ შევხვდებით”
ბოლო პერიოდში, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ლეგიონერი, ვიქტორ მონხილი გახლდათ, რომელმაც “დინამო თბილისთან” ერთად ორჯერ ეროვნული ლიგა და ქვეყნის სუპერთასიც მოიგო. ოჯახური მიზეზების გამო, 2021 წლის ზაფხულში მონხილი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს დაემშვიდობა და სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი ესპანეთიდან კარიერის ინდოეთის ჩემპიონატში გაგრძელება გადაწყვიტა. Live.ge 29 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და მისი მდგომარეობის, ასევე ყოფილი თანაგუნდელის, […]
დინამო თბილისის ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დინამო თბილისის ყოფილი ცენტრალური მცველი, ვიქტორ მონხილი კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ესპანელი ფეხბურთელი ინდოეთის რანგით უმაღლესი დივიზიონის ბინადარ კლუბში, “ოდიშაში” ითამაშებს, რომელთანაც 29 წლის ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც ითვალისწინებს. მონხილმა “დინამო თბილისი” ივლისის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბაქოს “ნეფთჩისთან” დაპირისპირების წინ დატოვა, რადგან სამშობლოში ოჯახური მიზეზების გამო […]
ვიქტორ მონხილმა დინამო თბილისი დატოვა
ბაქოს ,,ნეფთჩისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ, ,,დინამო თბილისი” ესპანელმა მცველმა, ვიქტორ მონხილმა დატოვა. ფეხბურთელმა გუნდს გაშვება პირადი პრობლემების გამო სთხოვა. 28 წლის მცველი თბილისური კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ესპანელი ,,დინამოდან” უკვე მეორედ წავიდა. 2020 წლის იანვარში მონხილი ინდურ ATK-ს შეუერთდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.
პრევიუ: დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2021 წლის ეროვნული ლიგის სეზონის ერთ-ერთი მთავარი და ცენტრალური დაპირისპირება 1 ივლისს, თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს მიმდინარე გათამაშების ორი საუკეთესო გუნდი, ჩემპიონობის ორი მთავარი ფავორიტი, ორი “დინამო” დაუპირისპირდება. თბილისური და ბათუმური კლუბების შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება. ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრა არამხოლოდ სათამაშო კვირაშია გამორჩეული, არამედ მთლიანად სეზონში, ვინაიდან ერთმანეთის […]
ეროვნული ლიგა: XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, აქ ჩატარებული ხუთი მატჩიდან ფრედ არცერთი დასრულებულა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. მე-13 სათამაშო კვირის გახსნითი მატჩი ეროვნულ სატურნირო ცხრილის ორ ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის წარიმართა და მასში ქუთაისის “ტორპედომ” “თელავს”, თანაც კახეთშ, 4 უპასუხო გოლი გაუტანა, რითაც სეზონში […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-11 ტური საკმაოდ უხვგოლიანი და საინტერესო გამოდგა, რაც საწყისი შეხვედრიდანვე გამოჩნდა, რომელშიც “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთის ცენტრში ფრე – 2:2 ითამაშეს. მეთერთმეტე სათამაშო კვირაში გუნდები კიდევ ერთ შემთხვევაში დაზავდნენ, როცა გორში, “დილამ” და “სამტრედიამ” შეხვედრა – 1:1 დაასრულეს. ზედიზედ მეორე მატჩში გამარჯვება მოახერხა “საბურთალომ“, რომელმაც საკუთარ კედლებში წყალტუბოს “სამგურალს” ორი უპასუხო გოლი […]
ეროვნული ლიგა: IX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში 2021 წლის სეზონის პირველი წრე დასრულდა. მეცხრე ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ყველაზე უხვგოლიანი სათამაშო კვირა “სამტრედიასა” და “საბურთალოს” მატჩით გაიხსნა – იმერეთში შემდგარ შეხვედრაში თბილისელებმა დმიტრი მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიკის მეშვეობით – 3:2 იმარჯვეს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელთაგან ირაკლი რუხაძემ და ნათან ჟუნიორმა გაიტანეს. ტურის მეორე შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა, […]
გადადებული თბილისური დერბი დინამომ მოიგო – საბურთალოს ზედიზედ მეორე მარცხი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებული შეხვედრა 23 ოქტომბერს, “დინამო არენაზე” გაიმართა. “დინამო” და “საბურთალო” ერთმანეთს თავდაპირველად, 4 ოქტომბერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრების ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრის დროს, მოედნის საფრის კარგ მდგომარეობაში ყოფნის გამო, თბილისური დერბი გადაიდო. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ჩემპიონატში თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, რაც გუნდის ევროსარბიელზე გამოსვლით, შემდეგ კი […]
ლა ლიგიდან ეროვნულ ლიგაში: დინამო თბილისი ესპანელ თავდამსხმელს დაიმატებს
“დინამო თბილისი” სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს. Live.ge-ის წყაროს ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ესპანელ თავდამსხმელს უახლოეს პერიოდში გაიფორმებს. კარლოს კასტრო, რომელიც დედაქალაქური კლუბის ინტერესებშია, ხიხონის “სპორტინგში“, “ელჩეში“, “მალიორკასა” და “ლუგოში” თამაშობდა და კარიერის განმავლობაში ლა ლიგაში 51 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. 25 წლის ფეხბურთელი ჩისკოს გუნდში მეორე ესპანელი იქნება – ზაფხულში “ლურჯ-თეთრებმა” […]
ხოსე პერალესი: “დინამოში დარჩენა მინდოდა, წელს ჯგუფში უნდა ვითამაშოთ”
წინა სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე ხოსე პერალესი გახდა. ესპანელ გოლკიპერს საქართველოში სადებიუტო სეზონი ჰქონდა. მან ჩისკოს გაწვრთნილ “დინამო თბილისში” ითამაშა, ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ქვეყნის ჩემპიონობაც მოიგო და ევროტურნირებზე გამოცდილებაც დააგროვა. ზამთარში 26 წლის კარის დარაჯმა საქართველოს ყველაზე ტირულოვანი კლუბი დატოვა, თუმცა მალევე დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. გამორჩეულმა ლეგიონერმა საქართველოში გატარებული პერიოდის და არსებული […]
ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ გუნდში 4 დინამოელი მოხვდა
ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ გუნდში “დინამო თბილისის” 4 ფეხბურთელი მოხვდა. “დინამო თბილისმა” მესამე წრეში შესანიშნავად იასპარეზა – არაერთ გამარჯვებაში კი ლომის წვლილი ვიქტორ მონხილმა, ნიკა ნინუამ, ნოდარ ქავთარაძემ და ლევან კუტალიამ შეიტანეს – ოთხივე მათგანი ეროვნული ლიგის მესამე წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.