ვიქტორ ფონტი: ბარსელონა მილანის გზაზე დგას
ვიქტორ ფონტი “ბარსელონას” პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია. როგორც ცნობილია 1 წლის შემდეგ კატალონიურ გრანდში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. ვიქტორმა “ბარსელონაში” შექმნილ სიტუაციაზე, “BBC სპორტთან” ისაუბრა: “არსებობს უდიდესი რისკი, რომ “ბლაუგრანა” “მილანის” ან “მანჩესტერ იუნაიტედის” გზაზე დადგეს. ეს თუ ასე მოხდა, კლუბი მაღალი მიზნებისთვის ვეღარ იბრძლებს. აუცილებელია ძირეული ცვლილებების მოხდენა.” შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ტურში კიკე სეტიენის გუნდი, “კამპ […]
ერიკ აბიდალი ბარსელონას სპორტული დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს
კიკე სეტიენის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, “ბარსელონა” გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმაც დატოვა. აბიდალის გათავისუფლება იმ “დიდი ცვლილებების” ნაწილია, რომელიც “ბაიერნთან” ანგარიშით 2:8 განადგურების შემდეგ, კატალონიურმა გუნდმა დააანონსა. “ბარსელონა საჯაროდ უხდის მადლობას ერიკ აბიდალს მისი პროფესიონალიზმის, ერთგულების, პოზიტიური და იმ მიდგომისთვის, რომელსაც ის ყოველდღიურად იყენებდა. გუნდი აბიდალს წარმატებებს უსურვებს,” ვკითხულობთ განცხადებაში. ერიკ აბიდალი “ბარსელონას” შემადგენლობაში 2007-2013 […]
ხავი – “ბარსას” გენერალურ მენეჯერად, კრუიფის შვილი კი – სპორტულ დირექტორად
“ბარსელონას” პრეზიდენტის არჩევნები 24 იანვარს ჩატარდება. მიმდინარე სეზონი “ბარსელონასთვის” საკმაოდ მძიმედ და დაძაბულად მიმდინარეობს. ასევე დაძაბულად მიმდინარეობს კლუბის პრეზიდენტობის პოსტისთვის ბრძოლაც. გუნდში რომ ყველაფერი რიგზე ვერაა და სიტუაციის გამოსწორება ჯერ ვერც კუმანმა შეძლო, ახალი ამბავი არაა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ბარსამ” 15 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. შესაბამისად სატურნირო […]
ბარსელონას პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს
“ბარსელონამ” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 4 კანდიდატის სახელი გამოაქვეყნა, რომელმაც კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მოახერხეს. კატალონიური გრანდის პრეზიდენტობისთვის ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი, ტონი ფრეიშა და ემილ რუსო იბრძოლებენ. მათ შორის ყველაზე მეტი ხელმოწერის შეგროვება კლუბის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჟოან ლაპორტამ შეძლო, რომელმაც კონკურენტებს საგრძნობლად გაასწრო და 10 257 ხმა მოაგროვა. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა: […]
კიდევ ერთი კანდიდატით ნაკლები – ბარსელონას პრეზიდენტობისთვის სამნი იბრძოლებენ
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია კვლავ მცირდება. რამდენიმე დღის წინ, კატალონიური გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 4 კანდიდატი დაარეგისტრირა, რომელთაგან ერთ-ერთმა მონაწილეობის მიღება გადაიფიქრა. Sport.es–ის ცნობით, ემილი რუსომ კანდიდატურა მოხსნა. მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები […]
ბარსელონას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი: “ეს ბინძური ომია”
“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა ემილი რუსომ, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, თავისი გადაწყვეტილება განმარტა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შეაგროვა ხელმოწერების საჭირო რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი საეჭვო აღმოჩნდა. სიმართლის დასადგენად ჩატარდა შემოწმება. რუსო არ დაელოდა პროცესის დასრულებას და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა შედეგები მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. “დღეს ღირსეული გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ არ შეგვეძლო შევგუებოდით ბინძურ ომს […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო
15 იანვარს, კატალონიის მთავრობამ და “ბარსელონას” წევრებმა საფეხბურთო კლუბის საპრეზიდენტო და გამგეობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. კატალონიელთა ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მთავრობამ შეხვედრაზე “ბარსას” წარმომადგენლებს განუცხადა, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. კლუბმა, თავის მხრივ, გამოაცხადა არჩევნების დანიშნულ თარიღზე ჩატარების შეუძლებლობა (24 იანვარი. ამ შეზღუდვების გამო, გადაწყდა არჩევნების […]
ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი ცნობილია
“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი განთავსდა. ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალი მესვეურის არჩევა 2021 წლის 7 მარტს მოხდება. აქამდე, არჩევნების ჩატარება 24 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა კატალონიის ხელისუფლებამ კლუბს განუცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამომრჩეველს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს. ამჟამად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელის სავარძლის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი […]
ოფიციალურად: ბარსელონას ახალი პრეზიდენტი ჰყავს
საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები შედგა და ხმების დათვლის პროცესიც დასასრულს უახლოვდება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, ამ მომენტისთვის ხმათა საერთო რაოდენობის 99.36% დათვლილია და ამ მონაცემების მიხედვით, ჟოან ლაპორტა დამაჯერებლად ლიდერობს. ლაპორტამ ხმათა 57.63% დააგროვა, რაც დაახლოებით 30 000-მდე ხმას უდრის. შესაბამისად, დარჩენილი ხმების დათვლის შემდეგაც, ნებისმიერ შემთხვევაში, 58 წლის ესპანელი გამარჯვებული იქნება. მეორე […]