“ვან დაიკმა მითხრა, რომ ლივერპული დიადი კლუბია” – გაკპო
მერსისაიდული გრანდის ახალწვეული, კოდი გაკპო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის თანამემამულეს – ვირჯილ ვან დაიკს ესაუბრა, რომელმაც დაუდასტურა, რომ “ლივერპული” დიდებული კლუბია. “ვან დაიკმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. მან მითხრა, რომ “ლივერპული” დიადი კლუბია. ჩემთვის ასევე გასათვალისწინებელია ოჯახური მხარე, რადგან “ოჯახის ბიჭი” ვარ. ვირჯილმა “ლივერპულის” შესახებ მხოლოდ კარგი სიტყვები […]
“მანჩესტერთან დაპირისპირება ჩვენთვის წლის მთავარი შეხვედრა არ არის”
“ლივერპულის” ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა, “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრამდე განცხადება გააკეთა. “წინ დიდი თამაში გველოდება, თუმცა მას ჩვენი გულშემატკივრები უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ მატჩს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც “მანჩესტერთან” შეხვედრას. შეხვედრის წინ, ისეთი გარემოა შემქნილი, რომ თითქოს ეს სეზონის მთავარი ბრძოლაა, რასაც საერთოდ არ ვეთანხმები. მთავარია ის მატჩები, რომლებიც ჩემპიონთა […]
“მას ვერცერთ დუელს ვერ მოვუგებ…” – ჰოლანდმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა
ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და დორტმუნდის “ბორუსიას” 21 წლის ცენტრფორვარდმა – ერლინგ ჰოლანდმა, მისთვის ყველაზე რთულ მეტოქეზე ისაუბრა. 21 წლის ვუნდერკინდი ამბობს, რომ ვირჯილ ვან დაიკი არის ის ფეხბურთელი, რომელთან ბრძოლაში შესვლაც და დუელის მოგებაც თითქმის წარმოუდგენლად მიაჩნია. ის (ვირჯილ ვან დაიკი), ძალიან მაღალი და ძლიერია. ვან დაიკი ძალიან სწრაფია – მისი აჩქარება გასაოცარია. ვფიქრობ მის […]
“ნაკლებად სავარაუდოა”,- კლოპი ვან დაიკისა და გომესის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის შესახებ
“წითლების” გერმანელი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ “ლივერპულის” ორი ცენტრალური მცველი – ვირჯილ ვან დაიკი და ჯო გომესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებენ. “ლივერპულის” ნიდერლანდელი მცველი საკუთარ გუნდს 17 ოქტომბრის შემდეგ ვერ ეხმარება. ვან დაიკმა უმძიმესი ტრავმა მერსისაიდულ დერბიში “ევერტონის” მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან შეჯახებისას მიიღო. რაც შეეხება ჯო გომესს, ინგლისელი მცველი 11 ნოემბრიდან მოყოლებული ვერ ახერხებს […]
15 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი პრემიერლიგის ისტორიაში
აქ იხილავთ 15 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს, რომელიც პრემიერლიგის კლუბებს შორის განხორციელდა. აქვე შევაფასებთ, რამდენად გაამართლა ამა თუ იმ ტრანსფერმა 15. გაბრიელ ჟესუსი (ადრეა შეფასება) “სიტიდან” “არსენალში” (£45 მილიონი ფუნტი) რამდენიმე წლის განმავლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი სერხიო აგუეროს კონკურენტი იყო და სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა. მას შემდეგ, რაც არგენტინელმა გუნდი დატოვა ჟესუსმა სასტარტოში ადგილი მაინც ვერ […]
2013 წელი – ვირჯილ ვან დაიკი Vs. ბარსელონა (ვიდეო)
2019 წელი და სტატისტიკა – 5 საუკეთესო ფეხბურთელი თითოეულ პოზიციაზე
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე პოზიციაზე 5 საუკეთესო ფეხბურთელს, შეფასებების მიხედვით. მეკარე. 5. ლუიჯი სეპე – 7.07 4. ალფრედ გომისი – 7.13 3. სალვატორე სირიგუ – 7.13 2. გაუტიერ ლარსონერი – 7.29 1. ვოიცეხ შესნი – 7.39 ვოიცეხ შესნი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბოლო 10 შეხვედრაში მან 9 გოლი გაუშვა და მთლიანად სეზონში 4-ჯერ მოახერხა კარის მშრალად […]
65 მატჩის შემდეგ პირველად …
4 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე Fa Community Shield-ის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს “ლივერპული” და “სიტი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა. ეს მატჩი მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა იმ მხრივ, რომ 65 მატჩის შემდეგ პირველად, ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი მოატყუეს. ვან დაიკის ბრწყინვალე სტატისტიკა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა – გაბრიელ ჟესუსმა დაასრულა. ბოლოს ვირჯილ ვან დაიკი 2018 წლის […]
8 ფეხბურთელი, რომელმაც 2017/18 წლების შემდეგ ვან დაიკის მოტყუება შეძლო
პრემიერ ლიგის უკანასკნელი 3 სეზონის განმავლობაში, მხოლოდ 8 ფეხბურთელმა შეძლო ვირჯილ ვან დაიკის მოტყუება. 2018 წელს, 75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ, ვან დაიკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ვან დაიკის მოტყუება პრემიერ ლიგის ტოპ თავდამსხმელებმა შეძლეს თუმცა 8 ფეხბურთელს შორის მხოლოდ 2 თავდამსხმელია. ალექსანდრ ლაკაზეტი (“არსენალი”) მიკელ მერინო (“ნიუკასლი”) ნიკოლას […]
FIFA20-ის ყდაზე რეალისა და ლივერპულის ვარსკვლავები იქნებიან გამოსახული
FIFA20-ის ყდაზე ედენ აზარი და ვირჯილ ვან დაიკი იქნებიან გამოსახული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის Instagram გვერდზე განთავსდა. View this post on Instagram #FIFA20 cover stars announced! Congratulations @virgilvandijk & @hazardeden_10 🙌 A post shared by UEFA Champions League (@championsleague) on Jul 26, 2019 at 7:02am PDT
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელი კაცისა და ქალის ნომინანტები დაასახელა. UEFA-ს წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტულის მოპოვებას კი ამანდინ ანრი, ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბრონზი შეეცდებიან.
ადამა ტრაორე Vs. ვირჯილ ვან დაიკი
ადამა ტრაორე საკმაოდ სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, რაც გუშინდელ შეხვედრაში (“ვულვზი” 3:2 “მან სიტი”) დამტკიცდა. ესპანელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია. იგი თავისი ფიზიკური მონაცემების წყალობით იოლად უმკლავდება მოწინააღმდეგეებს. მაგრამ წინა სეზონში იყო მომენტი, როდესაც ტრაორემ სცადა გაესწრო ვირჯილ ვან დაიკისთვის. ჰოლანდიელმა მცველი, როგორც ბავშვს, ისე გაუმკლავდა ტრაორეს.