ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? – კლოპის მოსაზრება (ვიდეო)
ვან დაიკის მდგომარეობა მძიმეა – ფეხბურთელს, შესაძლოა,1 წელი გაუცდეს
“ლივერპულს” ვირჯილ ვან დაიკის გარეშე ყოფნა, როგორც ჩანს, დიდხანს მოუწევს. როგორც იცით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის მიდამოში დაზიანება “ევერტონის” მეკარესთან, ჯორდან პიკფორდთან ინციდენტისას მიიღო. მატჩის შემდეგ მერსისაიდელებმა ოფიციალური საიტის მეშვეობით დაადასტურეს, რომ 29 წლის მცველს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ესაჭიროებოდა. ახლა კი, Mirror-ის ინფორმაციით, ვან დაიკის მუხლის ერთ-ერთი იოგის მე-3 ხარისხის დაზიანება აქვს, რაც ნიშნავს, რომ […]
ვან დაიკმა დაასახელა თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის” მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა, უპასუხა შეკითხვას თუ რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაუჭირდა თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად: ,,ჟირუს… ეს არის თავდამსხმელი, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი პრობლემა შემიქმნა. რაღაც ძალებით ყოველთვის ახერხებს გოლების გატანას,” – ვან დაიკის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს. 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა ოლივიე ჟირუს წინააღმდეგ სულ […]
ოფიციალურად: პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, პრემიერლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი. საფეხბურთო ექსპერტებმა “ლივერპულის” ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დაიკი ოფიციალურად გამოარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი საუკეთესოდ რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა გამოცემებმაც დაასახელეს. ამასთან ერთად, ვან დაიკი ფანებს შორის ჩატარებულ ყველა გამოკითხვაშიც ლიდერობდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 2011-2012 სეზონის შემდეგ ვირჯილი პირველი მცველია, რომელმაც სეზონის საუკეთესოს […]
რონალდუ რეალის დატოვებას ნანობს
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ “რეალში” დარჩენის შემთხვევაში საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე გაცილებით უფრო მეტი ტიტულის მოგებას შეძლებდა. რონალდუ, რომელიც “იუვენტუსის” მაისურით სერია ა-ს გამარჯვებული და იტალიის თასის მფლობელი გახდა მიიჩნევს, რომ “რეალში” დარჩენის შემთხვევაში ოქროს ბურთის მფლობელი გახდებოდა. ABC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ყოფილ თანაგუნდელებს ესაუბრა და “რეალის” დატოვების თაობაზე სინანული გამოთქვა. გამოცემის მტკიცებით, […]
კარაგერი: “ახალი მცველის გარეშე ლივერპული პრემიერ ლიგას ვერ მოიგებს”
“ლივერპულის” მცველის და ამჟამად Sky Sports-ის ანალიტიკოსის, ჯეიმი კარაგერის მოსაზრებით, “ლივერპული” პრემიერ ლიგის გამარჯვებული მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი გუნდი იანვრის სატრანსფერო პერიოდში ახალ ცენტრალურ მცველს დაიმატებს. მიმდინარე სეზონში, ვირჯილ ვან დაიკმა და ჯო გომესმა მძიმე ტრავმები მიიღეს და მათთვის სეზონი დასრულებულია. პრობლემები ჰქონდა ჟოელ მატიპსაც და მეტიც, გარკვეული დროით უქმობა ცენტრალურ მცველად განმწესებულ ფაბინიოსაც […]
პრემიერლიგის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია!
გამოვლინდა პრემიერლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი. როგორც მოსალოდნელი იყო ორივე ტიტული ლივერპულში წავიდა და იურგენ კლოპმა და ვირჯილ ვან დაიკმა გაინაწილეს საკმაოდ პრესტიჟული პრიზები. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში “ლივერპულმა” შვიდიდან შვიდი შეხვედრა მოიგო (მათ შორის მანჩესტერთან, არსენალთან და ევერტონთან), ბურთების ბალანსი 22:3-ზე დააფიქსირა და პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ექსკლუზიური ინტერვიუ ვან დაიკთან: “კიდევ ბევრ მიზანს უნდა მივაღწიო”
ბალაკი: “ვან დაიკს ძალიან გაუმართლა”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველის – მიხაელ ბალაკის მტკიცებით, ვირჯილ ვან დაიკს ძალიან გაუმართლა. სახელოვანმა გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ვან დაიკს წილად ხვდა ბედნიერება ეასპარეზა პრემიერ ლიგის იმ ერაში, რომელშიც დიდებული თავდამსხმელების ნაკლებობაა. ოქროს ბურთის მოსაპოვებლად, “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა ლეო მესის ღირსეული კონკურენცია გაუწია და უპრესტიჟულესი ტიტული მედგარ ბრძოლაში დათმო. ვან დაიკის ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, არაერთი […]
ცნობილია როდის დაბრუნდება ვირჯილ ვან დაიკი მოედანზე
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დიკი შესაძლოა, მოედანზე 29 ივლისს ბერლინის ჰერტასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში დაბრუნდეს. “ვირჯილი თავს კარგად გრძნობს, ის აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. ის ჯერ არ ასრულებს მთელ პროგრამას, მაგრამ მე ვხედავ დადებით მომენტებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირჯილმა რამდენიმე წუთი ითამაშოს მომავალ შეხვედრაში. ის ვარჯიშისას მართლაც კარგად გამოიყურება […]
ვან დაიკის ფენომენალური შედეგი – როდის გაცდნენ უკანასკნელად ჰოლანდიელს?
ვირჯილ ვან დაიკი საოცარ ფორმაში იმყოფება – მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს პრემიერ ლიგაში არავინ გაცდენია, თუმცა მისი საოცარი სტატისტიკა მხოლოდ მიმდინარე სეზონით არ შემოიფარგლება. ბრიტანული მედიის თანახმად, უკანასკნელად ვან დაიკს პრემიერ ლიგაში გასული წლის 3 მარტს გაცდნენ – ეს ფეხბურთელი კი მიკელ მერინო იყო, რომელიც იმ პერიოდში “ნიუკასლში” თამაშობდა. ამჟამად მერინო “რეალ სოსიედასის” რიგებში […]
გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]