ექსკლუზიური ინტერვიუ ვან დაიკთან: “კიდევ ბევრ მიზანს უნდა მივაღწიო”
ბალაკი: “ვან დაიკს ძალიან გაუმართლა”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველის – მიხაელ ბალაკის მტკიცებით, ვირჯილ ვან დაიკს ძალიან გაუმართლა. სახელოვანმა გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ვან დაიკს წილად ხვდა ბედნიერება ეასპარეზა პრემიერ ლიგის იმ ერაში, რომელშიც დიდებული თავდამსხმელების ნაკლებობაა. ოქროს ბურთის მოსაპოვებლად, “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა ლეო მესის ღირსეული კონკურენცია გაუწია და უპრესტიჟულესი ტიტული მედგარ ბრძოლაში დათმო. ვან დაიკის ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, არაერთი […]
ცნობილია როდის დაბრუნდება ვირჯილ ვან დაიკი მოედანზე
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ გუნდის ცენტრალური მცველი, ვირჯილ ვან დიკი შესაძლოა, მოედანზე 29 ივლისს ბერლინის ჰერტასთან გასამართ ამხანაგურ მატჩში დაბრუნდეს. “ვირჯილი თავს კარგად გრძნობს, ის აგრძელებს გამოჯანმრთელების პროცესს. ის ჯერ არ ასრულებს მთელ პროგრამას, მაგრამ მე ვხედავ დადებით მომენტებს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ვირჯილმა რამდენიმე წუთი ითამაშოს მომავალ შეხვედრაში. ის ვარჯიშისას მართლაც კარგად გამოიყურება […]
ვან დაიკის ფენომენალური შედეგი – როდის გაცდნენ უკანასკნელად ჰოლანდიელს?
ვირჯილ ვან დაიკი საოცარ ფორმაში იმყოფება – მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელ ცენტრალურ მცველს პრემიერ ლიგაში არავინ გაცდენია, თუმცა მისი საოცარი სტატისტიკა მხოლოდ მიმდინარე სეზონით არ შემოიფარგლება. ბრიტანული მედიის თანახმად, უკანასკნელად ვან დაიკს პრემიერ ლიგაში გასული წლის 3 მარტს გაცდნენ – ეს ფეხბურთელი კი მიკელ მერინო იყო, რომელიც იმ პერიოდში “ნიუკასლში” თამაშობდა. ამჟამად მერინო “რეალ სოსიედასის” რიგებში […]
გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]
მემფის დეპაიმ გოლი ვირჯილ ვან დაიკს მიუძღვნა (ვიდეო)
ვან დაიკი: “მანეს გარეშე მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ღარიბი იქნება”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – ვირჯილ ვან დაიკმა, მისი ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის, სენეგალელი – სადიო მანეს ტრავმის შესახებ ისაუბრა. მიუხედავად, იმისა, რომ ნიდერლანდების ნაკრები სადიო მანეს გარეშე დარჩენილ კიდევ უფრო სუსტ სენეგალის ნაკრებს შეხვდება, ვან დაიკი აღნიშნავს, რომ 2022 წლის მუნდიალი სადიო მანეს გარეშე კიდევ უფრო “ღარიბი” იქნება. “ძალიან ვწუხვარ, რომ სადიო გამოტოვებს ჩვენს […]
ვინ გახდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშე?!
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა 2018/19 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, სადაც “ლივერპულმა” ლონდონის “ტოტენჰემი” 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასი მე-6 მოიპოვა. ფინალის საუკეთესო მოთამაშედ – ვირჯილ ვან დაიკი დასახელდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ჯილდო 21 საუკუნეში მხოლოდ 3 მცველს აქვს მიღებული: პაოლო მალდინის, სერხიო რამოსსა და ახლა უკვე ვირჯილ ვან დაიკს.
2019 წელი და სტატისტიკა – 5 საუკეთესო ფეხბურთელი თითოეულ პოზიციაზე
დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე პოზიციაზე 5 საუკეთესო ფეხბურთელს, შეფასებების მიხედვით. მეკარე. 5. ლუიჯი სეპე – 7.07 4. ალფრედ გომისი – 7.13 3. სალვატორე სირიგუ – 7.13 2. გაუტიერ ლარსონერი – 7.29 1. ვოიცეხ შესნი – 7.39 ვოიცეხ შესნი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ბოლო 10 შეხვედრაში მან 9 გოლი გაუშვა და მთლიანად სეზონში 4-ჯერ მოახერხა კარის მშრალად […]
კლოპის დილემა | შეიძენს ლივერპული კიდევ ერთ ცენტრალურ მცველს?
პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის ლაზარეთში მძიმე მდგომარეობაა. ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი და ჯოელ მატიპი ტრავმირებულები არიან, რაც “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელს დაცვის ცენტრში დიდ თავსატეხს უჩენს. დაცვის ბურჯისა და მნიშვნელოვანი ცენტრალური მცველების დანაკლისის ფონზე, მერსისაიდულმა გრანდმა რამდენიმე შეხვედრაში საკმაოდ ცუდად იასპარეზა და ქულები დაკარგა. მიუხედავად დანაკლისისა, იურგენ კლოპი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, კიდევ ერთი ცენტრალური […]
მომენტი, როდესაც ვან დაიკი ლივერპულის დაცვის ხაზს ასწორებს (ფოტო/ვიდეო)
“ბრაიტონი” “ლივერპულის” დაპირისპირების უკანასკნელი წუთები საკმაოდ დრამატული გამოდგა. მერსისაიდული გრანდის ჰოლანდიელი ვარსკვლავი, ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულის” დაცვის ხაზის მოწყობას ცდილობდა თუმცა ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ყურადღების მისაქცევად განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდა.
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა
UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელი კაცისა და ქალის ნომინანტები დაასახელა. UEFA-ს წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელის ტიტულისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალის ტიტულის მოპოვებას კი ამანდინ ანრი, ადა ჰეგერბერგი და ლუსი ბრონზი შეეცდებიან.