აუღებელი ციხესიმაგრე – ვირჯილ ვან დაიკი (ვიდეო)
ბალაკი: “ვან დაიკს ძალიან გაუმართლა”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველის – მიხაელ ბალაკის მტკიცებით, ვირჯილ ვან დაიკს ძალიან გაუმართლა. სახელოვანმა გერმანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ვან დაიკს წილად ხვდა ბედნიერება ეასპარეზა პრემიერ ლიგის იმ ერაში, რომელშიც დიდებული თავდამსხმელების ნაკლებობაა. ოქროს ბურთის მოსაპოვებლად, “ლივერპულის” დაცვის ბურჯმა ლეო მესის ღირსეული კონკურენცია გაუწია და უპრესტიჟულესი ტიტული მედგარ ბრძოლაში დათმო. ვან დაიკის ბრწყინვალე ასპარეზობიდან გამომდინარე, არაერთი […]
გვარდიოლა: “ოქროს ბურთი მესის მიეცით, შემდეგ VAR-ი გამოიყენეთ და ვან დაიკს დაუბრუნეთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ 2019 წლის ოქროს ბურთის ფავორიტების შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა. “ვფიქრობ ოქროს ბურთი თავდაპირველად ლიონელ მესის უნდა მისცენ, შემდეგ ვიდეო გამეორების სისტემა გადაამოწმონ და ჯილდო ვან დაიკს დაუბრუნონ”, – თქვა ესპანელმა. France Football-ის პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი 2 დეკემბერს გაიმართება. პრიზისთვის ევროპაში მოთამაშე 30 საუკეთესო ფეხბურთელი იბრძვის, ფავორიტთა სამეულში კი ლიონელ […]
დე ლიხტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ამსტერდამის “აიაქსის” 19 წლისა და 261 დღის კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა – იგი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში, კაპიტნის რანგში ითამაშა. “აიაქსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის “ტოტენჰემი” გასვლაზე ანგარიშით 0:1 დაამარცხა. დე ლიხტმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ჰოლანდიელმა უშეცდომოდ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ დე ლიხტმა მნიშვნელოვანი […]
დე ლიხტი: “ვან დაიკი ის ფეხბურთელია, ვისგანაც ბევრს ვისწავლი”
“აიაქსის” ცენტრალური მცველმა და ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემმა ფეხბურთელმა, მატეის დე ლიხტმა, ვირჯილ ვან დაიკი შეაფასა და მისგან მეტი გამოცდილების მიღების სურვილი გამოხატა. “ვან დაიკი ის ფეხბურთელია, რომლისგანაც ძალიან ბევრს ვისწავლი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ჰოლანდიის ნაკრებში ვთამაშობ. არსებობს თუ არა ალბათობა რომ მასთან ერთად კლუბშიც ვითამაშებ? ყველაფერი შესაძლებელია, თუმცა ჯერჯერობით “აიაქსზე” […]
ევრო 2020: ყველაფერი, რაც ნიდერლანდების ნაკრების შესახებ უნდა ვიცოდეთ
პროფილი ნიდერლანდების სამეფო ფეხბურთის ასოციაცია დაარსდა: 1889 წლის 8 დეკემბერს ფიფას წევრი: 1904 წლის 21 მაისიდან უეფას წევრი: 1954 წლის 15 ივნისიდან პრეზიდენტი: იუსტ სპი ფიფას რეიტინგი: 16 (2021 წლის 27 მაისიდან) უმაღლესი რეიტინგი: 1 (2011 წლის აგვისტო) ყველაზე ცუდი შედეგი რეიტინგში: 36 (2017 წლის აგვისტო) საშინაო არენა: იოჰან კრუიფ არენა (ამსტერდამი, 53 320), დე […]
ენდი რობერტსონი: “მესის გაჩერება ურთულესი მისიაა”
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში “ბარსელონა” “ლივერპულს” უმასპინძლებს. “კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით “ბარსელონა” სარგებლობს – თუმცა მერსისაიდელები საბრძოლველად ემზადებიან. “ლივერპულის” მცველმა, ენდი რობერტსონმა მატჩის წინ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. “რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ძლიერი ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში. იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას მოედნის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია ბურთის მიღება, შეტევის წამოწყება და […]
ენტონი ჯოშუა შემეძლო ვან დაიკზე უკეთესი მცველი ვყოფილიყავი
შეეძლო თუ არა გამხდარიყო ტოპ ფეხბურთელი? დასმულ კითხვას ენტონი ჯოშუამ საინტერესო პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შემთხვევაში, ვირჯილ ვან დაიკზე უკეთესი მცველი იქნებოდა. კრივში, მძიმე წონითი კატეგორიის მსოფლიო ჩემპიონი ადრეულ ასაკში საფეხბურთო კარიერით იყო დაკავებული. ამპლუით მცველი ენტონი ჯოშუა “თინეიჯერობის” პერიოდს იხსენებს და იმ მიზეზს განმარტავს თუ რატომ თქვა ფეხბურთზე უარი და […]
ექსკლუზიური ინტერვიუ ვან დაიკთან: “კიდევ ბევრ მიზანს უნდა მივაღწიო”
ვან დაიკი – ლივერპულის ყველა მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი
ვირჯილ ვან დაიკი “ლივერპულის” ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული გრანდის დაცვის ბურჯმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა. განახლებული კონტრაქტის პირობების თანახმად, ვან დაიკი კვირაში £220,000 გამოიმუშავებს. წყაროს მტკიცებით, ნიდერლანდელი მცველი უახლოეს დღეებში 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მოქმედების ვადაში £57 მილიონს მიიღებს. განახლებული კონტრაქტის შემდეგ, 28 წლის ვან დაიკი მერსისაიდელთა ყველაზე […]
ვან დაიკი ერთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო ნაკრებში ვერ მოხვდა
ერთა ლიგის ოფიციალურმა გვერდზე პლეი ოფის საუკეთესო გუნდი გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი და ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ვირჯილ ვან დაიკი, აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა.
ვან დაიკი რონალდუს კონკურენტად არ აღიქვამდა
2 დეკემბერს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც პრიზის მოგების მთავარ კანდიდატებად ვირჯილ ვან დაიკი და ლეო მესი იყვნენ მოხსენიებულნი. ოქროს ბურთის მფლობელი, კარიერაში მეექვსედ ლეო მესი გახდა, მან ხმების მცირე უპირატესობით აჯობა ჰოლანდიელ მცველს. კრიშტიანუ რონალდუ ცერემონიას საერთოდ არ დასწრებია, რამაც ჟურნალისტებისგან დამატებითი კითხვები გამოიწვია, ამასთან დაკავშირებით ვან დაიკმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ […]