2022 წლის ზამთრის ტოპ 10 ტრანსფერი ევროპაში
ევროპაში 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წამყვან ჩემპიონატებში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რაც მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ევროპული გრანდები, ისეთები, როგორებიც ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” არიან, საგრძნობლად გაძლიერდნენ. ასევე, შემადგენლობის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო “ნიუკასლმაც“, რომელშიც ახალი, აზიური პროექტი იწყება და რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში “კაჭკაჭებს” შორს მიმავალ პერსპექტივას უსახავს. საერთო ჯამში, ფეხბურთის გულშემატკივარმა […]
“სანამ ჩუმად ხარ, უდანაშაულო ხალხი იხოცება” – მიკოლენკომ ძიუბას აგინა
უკრაინის ნაკრების და “ევერტონის” მცველმა, ვიტალი მიკოლენკომ სოციალურ ქსელში რუსეთის ნაკრების და სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კაპიტანს, არტიომ ძიუბას მიმართა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააკრიტიკა. “ძიუბა, ბ*ზო! სანამ შენ და შენი ბინძური თანაგუნდელები ჩუმად ხართ, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ… შენ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ უკანალში იქნები ჩამალული. მთავარია, რომ შენი და შენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება. […]
“არასრულწლოვანი ნაძირალა” – ირაკლი კვეკვესკირმა უკრაინელ ფეხბურთელს მიმართა
რუსული “სკა ხარაბოსკის” 31 წლის ფეხბურთელმა – ირაკლი კვეკვესკირმა, ევერტონის უკრაინელ ფეხბურთელს – ვიტალი მიკოლენკოს მიმართა. “არასრულწლოვანი ნაძირალა” – წერს ირაკლი კვეკვესკირი სოციალურ ქსელში. რამ გამოიწვია ქართულ-რუსული პასპორტის მქონდე ფეხბურთელის ასეთი გაღიზიანება უცნობია. ვიტალი მიკოლენკომ რამდენიმე დღის წინ, სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” კაპიტანს, არტიომ ძიუბას მიმართა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააკრიტიკა. “ძიუბა, ბ*ზო! სანამ შენ და შენი ბინძური თანაგუნდელები […]