ისრაელის ქალაქ თელ-ავივში, 18-20 თებერვალს, ძიუდოს გრანდ სლემი შედგება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 12 სპორტსმენი იასპარეზებს. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ 2021 წლის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირის პირველ შეჯიბრზე, დოჰას მასტერსზე გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი თელ-ავივის გრან სლემს გამოტოვებენ. ასევე არ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი, თუმცა უფროსებში სადებიუტო ჭიდაობები ექნებათ ვლადიმერ ახალკაცს, გიორგი ბაზანდარაშვილსა […]