ჯანო ანანიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი კარიერა ასე აეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება”
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გუნდის 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად არ იმყოფება, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თანაგუნდელები გაამხნევა. “8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის […]
მიქელთაძის და ყიფიანის შემდეგ კორონავირუსი ზურიკო დავითაშვილსაც დაუდგინდა
კორონავირუსის პანდემია ვოლგოგრადის “როტორსაც” შეუტია. ბექა მიქელთაძის და ნიკოლაი ყიფიანის შემდეგ, COVID19-ით ინფიცირება ზურიკო დავითაშვილსაც დაუფიქსირდა. რუსული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იმ ათკაციან სიაშია, რომელსაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა. როტორში, დავითაშვილთან, ყიფიანთან და მიქელთაძესთან ერთად, სოლომონ კვირკველია და “დინამო ბათუმის” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიცაა განათხოვრებული.
ანანიძე როტორთან კონტრაქტს გაწყვეტს
უახლოეს პერიოდში ჯანო ანანიძე “როტორთან” კონტრაქტს გაწყვეტს – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. Championat.com-ის თანახმად, ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის მოედანზე ჯერ ვერ გავა. ჯანოს სურს, რომ ვოლგოგრადული კლუბის წინაშე გულწრფელი იყოს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში ანანიძემ “სპარტაკი” დატოვა და გარკვეული პერიოდი “ანორთოსისში” გაატარა. 27 წლის ქართველი ნახევარმცველი “როტორს” მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა. როგორც […]
არჩილ ბერიძე ჯოვინოს ტრანსფერზე: “თუ გაამართლა, ბათუმისადმი ინტერესი გაიზრდება”
ფლამარიონ ჯოვინო კარიერას ვოლგოგარდის როტორში გააგრძელებს. იგი რუსეთის პრემიერლიგაში სათამაშოდ 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე იჯარის წავა. ჯოვინოს დინამოსთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული, როტორს მისი გამოსყიდვა 4 თვის შემდეგ, 3 მილიონ ევროდ შეეძლება. არჩილ ბერიძე (დინამო ბათუმის პრეზიდენტი) ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობის ფეხბურთელია ფლამარიონ ჯოვინო დინამო ბათუმისთვის, მაგრამ ამასთან ერთად გუნდი ცოცხალი […]
ელიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კარიერას ვოლგოგრადის როტორში გააგრძელებს
საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას ვოლგოგრადის “როტორში” გააგრძელებს. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. ფლამარიონი რუსეთის პრემიერლიგაში აღზევებულ კლუბში 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. 24 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “დინამო ბათუმში” სამწელიწადნახევარი გაატარა. წინა სეზონში ჯოვინომ ეროვნულ ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო […]
ჯოვინო კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ჯოვინო ფლამარიონი კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. Sports.ru-ის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით “როტორი” არის დაინტერესებული. ფლამარიონი ვოლგოგრადულ კლუბს უახლოეს მომავალში შეუერთდება. ცნობილია, რომ “დინამო ბათუმი” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ფლამარიონი საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ბოლო 2 სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში მან 21 […]
დავითაშვილი ხიმკისთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია!
რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში “როტორი” სტუმრად “ხიმკის” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და სოლომონ კვერკველია. 19 წლის ქართველმა შემტევმა ვოლგოგრადულ კლუბში მორიგი საუცხოო შეხვედრა ჩაატარა. ზურიკო ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე აქტიური იყო და დამსახურებულად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. აღსანიშნავია, რომ “როტორის” დაცვის ხაზში დამაჯერებლად გამოიყურებოდა კვერკველიაც. “როტორი” შემდეგ […]
ოფიციალურად: კვირკველია ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბა კვირკველია კარიერას “როტორში” გააგრძელებს. ქართველი მცველი ვოლგოგრადულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა. Solomon Kvirkvelia has joined FC Rotor on loan✅ We wish Solomon all the best in the new team💪#FCLM pic.twitter.com/cC3SrxZLeT — FC Lokomotiv Moscow (@fclokomotiv_eng) August 20, 2020 “როტორმა”, გარდა კვირკველიასა, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი წარადგინა. […]
ანანიძე: “ფეხბურთი ძალიან მომენატრა, მინდა დავამტკიცო, რომ როტორში თამაშის ღირსი ვარ”
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ვოლგოგრადის “როტორთან” კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. “საქართველოში ვიყავი, როცა “როტორიდან” დამირეკეს. მანამდე, სამშობლოდან და თურქეთიდან მქონდა შემოთავაზებები, თუმცა ოფიციალური წინადადება მხოლოდ “როტორმა” შემომთავაზა. მე რუსეთის ჩემპიონატს კარგად ვიცნობ, როგორც ფეხბურთელი აქ გავიზარდე და 15 წლის ასაკიდან 11 სეზონი სწორედ რუსეთში გავატარე, სპარტაკში ბევრი მეგობარი შევიძინე და კარგი დრო […]
ოფიციალურად: ანანიძე როტორის ფეხბურთელია
ჯანო ანანიძე კვლავ რუსეთში დაბრუნდა – ქართველი ფეხბურთელი კარიერას “როტორში” გააგრძელებს. ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს რუსული კლუბი, რომლის ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების წევრმა 1 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. View this post on Instagram Жано Ананидзе вошел в состав «Ротора» Читайте первое интервью новичка сине-голубых на нашем сайте и в группе ВК vk.com/fc.rotor #ЗаРотор #РубисьЗаРотор A post […]
ჯანო ანანიძე რუსეთში დაბრუნდა – ქართველი პრემიერლიგაში აღზევებულ კლუბში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. რუსული გამოცემა Championat.com-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველმა კონტრაქტი პრემიერლიგაში ამოსულ “როტორთან” გააფორმა. ვოლგოგრადურ კლუბსა და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ ფეხბურთელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯანოს ყოველთვიური ანაზღაურება მილიონი რუბლი იქნება, რაც 11 564 ევროს უდრის. ანანიძე ბოლოს თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა, კონტრაქტი 31 მაისს […]