ოფიციალურად: კვირკველია ვოლგოგრადის როტორის ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბა კვირკველია კარიერას “როტორში” გააგრძელებს. ქართველი მცველი ვოლგოგრადულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდა. Solomon Kvirkvelia has joined FC Rotor on loan✅ We wish Solomon all the best in the new team💪#FCLM pic.twitter.com/cC3SrxZLeT — FC Lokomotiv Moscow (@fclokomotiv_eng) August 20, 2020 “როტორმა”, გარდა კვირკველიასა, 19 წლის ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი წარადგინა. […]
რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს “ურალის” ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის “როტორის” ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და […]
რუსული მედია: ჯუღელს და რუბინს კონფლიქტი აქვთ, კვარაცხელია კლუბს დატოვებს
პრესტიჟული რუსული გამოცემა Championat.com-ი საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ წერს. რუსული გამოცემის ინფორმაციით, ყაზანის “რუბინიდან” 20 წლის მარცხენაფლანგელის წასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება, რასაც ფეხბურთელის აგენტ, მამუკა ჯუღელსა და კლუბს შორის არსებული კონფლიქტიც აძლიერებს. “ხვიჩა კვარაცხელიას აგენტს, მამუკა ჯუღელს ყაზანის “რუბინთან” კონფლიქტი აქვს, რის გამოც ის თავისი კლიენტის კლუბიდან წაყვანას აპირებს, თანაც […]
ტრანსფერი – თელავის მცველი როტორში გადავიდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “როტორში” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიდა. “თელავის” ფეხბურთელი, ილია ბერიაშვილი კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს. 22 წლის ცენტრალურ მცველსა და “როტორს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები ჯერ-ჯერობით უცნობია. გეტყვით, რომ ბერიაშვილი საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ახლა უკვე ყოფილი წევრია. გასულ შესარჩევ ეტაპზე მან 7 მატჩი ჩაატარა, ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა კი 2-ჯერ მიიღო.
ფლამარიონის მოპოვებული პენალტი და გამარჯვების გოლი რუსეთში (ვიდეო)
ჯანო ანანიძე დინამო თბილისის ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კარიერას “დინამო თბილისში” გააგრძელებს. ანანიძე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. Live.ge-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი “დინამოსთან” 1+1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 7-ნორმიანი მაისურით ითამაშებს. ანანიძე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მოქმედ ჩემპიონში ვარჯიშობდა, ახლა კი მხარეები შეთანხმდნენ და კონტრაქტი გააფორმეს. მოსკოვის “სპარტაკის”, “როსტოვის”, “კრილია სოვეტოვის”, “ანორთოსისის” და ვოლგოგრადის “როტორის” […]
ჯანო ანანიძე ისევ ტრავმირებულია
“დინამო თბილისის” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე კვლავ ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე ავრცელებს. 53 წლის სპეციალისტმა 13 სექტემბერს კლუბის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ მან “ლურჯ-თეთრებთან” კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის […]
ჯანო ანანიძე რუსეთში დაბრუნდა – ქართველი პრემიერლიგაში აღზევებულ კლუბში ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. რუსული გამოცემა Championat.com-ის ინფორმაციით, 27 წლის ქართველმა კონტრაქტი პრემიერლიგაში ამოსულ “როტორთან” გააფორმა. ვოლგოგრადურ კლუბსა და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ ფეხბურთელს შორის ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ჯანოს ყოველთვიური ანაზღაურება მილიონი რუბლი იქნება, რაც 11 564 ევროს უდრის. ანანიძე ბოლოს თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” თამაშობდა, სადაც 6 თვე გაატარა, კონტრაქტი 31 მაისს […]
ჯანო ანანიძე: ვწუხვარ, რომ ჩემი კარიერა ასე აეწყო, მაგრამ ზუსტად ვიცი 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვების და ბედნიერების დღე იქნება”
საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გუნდის 27 წლის ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ, რომელიც ამჟამად ეროვნულ გუნდთან ერთად არ იმყოფება, სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თანაგუნდელები გაამხნევა. “8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის […]
ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს. sport-express-ის ინფორმაციით, ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივები 29 წლის ქართველისთვის კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზი გახდა. ანანიძემ კარიერა მოსკოვის “სპარტაკში” დაიწყო და რუსული კლუბის მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნრიზე ჩატარებულ 146 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იგი […]
ჯოვინო კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ჯოვინო ფლამარიონი კარიერას რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. Sports.ru-ის თანახმად, ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით “როტორი” არის დაინტერესებული. ფლამარიონი ვოლგოგრადულ კლუბს უახლოეს მომავალში შეუერთდება. ცნობილია, რომ “დინამო ბათუმი” 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ფლამარიონი საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ბოლო 2 სეზონში ჩატარებულ 38 მატჩში მან 21 […]