11-13 სექტემბერს გასამართი პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩები ბრაზილიელი ვარსკვლავების გარეშე ჩაივლის. გავრცელებული ინფორმაციით, FIFA-მ ის ბრაზილიელი ფეხბურთელები დასაჯა, რომლებიც ინგლისურმა კლუბებმა ბრაზილიაში სათამაშოდ არ გაუშვეს. გაბრიელ ჟესუსი, ედერსონი, ალისონი, ფაბინიო, რობერტო ფირმინო, რაფინია, ფრედი და ტიაგო სილვა პრემიერ ლიგის მე-4 ტურის მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაულ ხიმენესი “ვულვზს” ვერ […]