საქართველოს ნაკრებთან გასამართი ისტორიული შეხვედრის წინ, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს საკადრო პრობლემა შეექმნა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ თბილისში ჩვენი მეტოქე დიდი დანაკლისით ჩამოვა. იგორ ანგელოვსკის გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, არიან ადემის გარეშე დარჩა, რომელიც ზაგრების “დინამოს” ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. ინფორმაციას მაკედონიური გამოცემა Derbi.mk ავრცელებს და წერს, რომ ადემი საქართველოში შესაძლოა მაინც გამოემგზავროს, რათა თუ თამაშის […]