ერლინგ ჰოლანდმა განმარტა, რომ დორტმუნდის ბორუსიას ცნობილი “ყვითელი კედლის” წინაშე თამაშის შანსი იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მან 2020 წლის ზამთარში, მიუხედავად ევროპის უდიდესი კლუბების ინტერესისა, “ზალცბურგიდან” სწორედ გერმანულ გუნდში გადაბარგება აირჩია. “რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებში რამდენიმე კლუბი იყო ჩართული, მაგრამ ამავე დროს მე ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მე და მამაჩემი ზალცბურგში ჩვენს სახლში ვისხედით […]