12 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები პრიშიტინაში კოსოვოს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება. ეს თარიღი კი ჩვენი ნაკრების ისტორიაში არცისე წარმატებულია. საქართველოს ეროვნული გუნდს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 შეხვედრა აქვს გამართული, საიდანაც 3 წააგო, სამში კი ფრე ითამაშა. დეტალურად 12 ოქტომბრის სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება: 1994 მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები ტურნირი: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის […]
ურთიერთშეხვედრების ისტორია: როგორი მეტოქეა რუმინეთი?
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთში, ქალაქ პლოიეშტში ილიე ოანას სტადიონზე, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამხანაგურ შეხვედრაში “ჯვაროსნების” მეტოქე ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული გუნდია, რადგან ისტორიაში ჩატარებული 7 მატჩიდან საქართველომ გამარჯვების მოპოვება ვერცერთში მოახერხა. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ერთმანეთს ორჯერ ოფიციალური შეხვედრის სტატუსით, ხუთჯერ კი ამხანაგურად დაუპირისპირდნენ და რუმინელებმა გამოკვეთილი უპირატესობის მოპოვება შეძლეს: 5 მოგება, 2 ფრე. საქართველოსა […]