რესტორნის მფლობელმა პიკე და მისი მეგობარი გოგო დაწესებულებიდან გააძევა
იაპონური რესტორნის მფლობელმა კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ჟერარ პიკე, მის მეგობარ გოგოსთან, ჩია მარტისთან ერთად, დაწესებულებიდან გააძევა. ინფორმაციას Marca ავრცელებს. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეოს კომენტარებში, არაერთი ადამიანი წერს, რომ საქმე პიკეს ყოფილ მეუღლეს, შაკირას ეხება. სავარაუდოდ, რესტორნის მფლობელი სწორედ კოლუმბიელი მომღერლის ფანია. პიკე და შაკირა ერთმანეთს 2022 წელს დაშორდნენ. 12 იანვარს […]
ჟერარ პიკემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა | VIDEO
ბარსელონამ პიკეს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო
მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო. ესპანელმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გულშემატკივრებს თავად აცნობა. პიკემ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით 2-წუთიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს გამოემშვიდობა. ჟერარი ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება შეძლო. ხავიმ დაადასტურა, რომ “ბარსა” ახალი […]
ჟერარ პიკე შაბათს კარიერის ბოლო მატჩს ჩაატარებს
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ფეხბურთელმა თავად განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ესპანელი ამბობს, რომ შაბათს, ,,კამპ ნოუზე”, ,,ალმერიასთან” გასამართი მატჩი მისთვის ბოლო იქნება. ემოციურ 2-წუთიან ვიდეოში 35 წლის ფეხბურთელმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა მიმოიხილა. პიკე ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს. მცველმა კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება […]
პიკემ და შაკირამ დაშორების შესახებ განაცხადეს
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ და ცნობილმა მომღერალმა, შაკირამ, დაადასტურეს, რომ მათი 12-წლიანი ურთიერთობა დასრულებულია. ,,ვწუხვართ იმის დადასტურებით, რომ ვშორდებით. ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, რაც ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გთხოვთ, რომ ჩვენს კონფიდენციალობას პატივი სცეთ. მადლობა გაგებისთვის,” – წერია წყვილის განცხადებაში. ესპანური მედიის ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი ფეხბურთელის ღალატი გახდა. პიკე და შაკირა ურთიერთობაში 2011 წლიდან იყვნენ, […]
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, ჟოზე მოურინიოს ,,რეალთან” დაპირისპირება გაიხსენა: ,,როცა მოურინიო რეალში მივიდა, მან იცოდა, რომ ისინი მოედანზე ჩვენზე სუსტები იყვნენ. ჩვენ ნამდვილად საუკეთესო გუნდი გვყავდა. ჟოზემ მოთამაშეებს შორის ურთიერთობა გაანადგურა. მახსოვს, რომ რეალთან შეხვედრების შემდეგ, ეროვნულ გუნდში თამაში რთული იყო, რადგან ჟოზე საკუთარ მოთამაშეებს ეუბნებოდა, რომ მათ ვერ ვიტანდით, ისინი კი ამას იჯერებდნენ. […]
პიკემ ერთმანეთს მბაპე და ჰოლანდი შეადარა
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, ერლინგ ჰოლანდსა და კილიან მბაპეზე ისაუბრა: ,,ვფიქრობ, რომ ამ მომენტისთვის ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. ორივე ძალიან ახალგაზრდაა და ოქროს ბურთის მოგება შეუძლიათ. ვფიქრობ, ჰოლანდი ნამდვილი ფორვარდია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, რომელიც ბევრ გოლს იტანს. თავის მხრივ, მბაპე უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც თამაში როგორც ფლანგზე, ასევე მოედნის ცენტრში შეუძლია. ჰოლანდის […]
პუიოლი: ,,პიკე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია”
,,ბარსელონას” ყოფილმა კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, კატალონიური გუნდის მცველზე, ჟერარ პიკეზე ისაუბრა: ,,რეალურად, მე და პიკემ ერთმანეთთან კონტაქტი ძალიან მალე დავამყარეთ, პირველად მოედნის გარეთ, შემდეგ კი მოედანზეც. მასთან ერთად თამაში ჩემთვის ყოველთვის იოლი იყო. ჟერარი მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელმაც ,,ბარსელონას” სათამაშო სტილი ძალიან კარგად იცოდა, რადგან ,,ლა მასიას” აღზრდილია. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური […]
პიკე: ,,შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა”
კატალონიის ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან” წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,კარგად დავიწყეთ, თამამად ვუტევდით, მაგრამ შემდეგ ინიციატივა მათ მხარეს გადავიდა. ატლეტიკომ ორი მსგავსი გოლი გაიტანა. შეიძლებოდა, კიდევ 3 საათს გვეთამაშა და გოლი მაინც ვერ გაგვეტანა… რთული სიტუაციაა. გულწრფელი უნდა ვიყო, პრობლემები გვაქვს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. ახლა დავისვენებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით,” – პიკეს სიტყვებს Marca […]
ბარსელონა სოსიედადთან პიკეს გოლით დაწინაურდა (ვიდეო)
პიკე ხელფასის შემცირებას დათანხმდა – ბარსელონამ ლა ლიგაში დეპაი დაარეგისტრირა
კატალონიის ,,ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდმა ლა ლიგის მატჩებისთვის მემფის დეპაი, ერიკ გარსია და რეი მანაი დაარეგისტრირა. კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს შესაძლებელი პიკეს წყალობით გახდა, რომელიც ხელფასის საგრძნობლად შემცირებას დათანხმდა. გარდა ამისა, გუნდის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს მართავს სერხიო ბუსკეტსთან და ჟორდი ალბასთან, რათა მათი ანაზღაურება ,,ბარსელონას” ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისი იყოს. ორივე ფეხბურთელი თანამშრომლობისთვის […]
პიკე, გრიზმანი, კოუტინიო | კოლოსალური ვალის შესამცირებლად ბარსელონა 18 ფეხბურთელს ყიდის
ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 18 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. კატალონიური გრანდიდან წასვლის საფრთხის წინაშე ოსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო და სხვა ვარსკვლავები დგანან. წყაროს მტკიცებით, კატალონიური გრანდი კოლოსალური ვალის შემცირებას სწორედ რომ ფეხბურთელების გაყიდვით გეგმავს. “ბლაუგრანას” ვალი £862 მილიონს შეადგენს და კოვიდ-პანდემიის შედეგად, კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. […]