ბარსელონამ პიკეს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო

მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას” მცველმა, ჟერარ პიკემ, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო გუნდმა მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

ესპანელმა ფეხბურთელმა ამ გადაწყვეტილების შესახებ, გულშემატკივრებს თავად აცნობა. პიკემ საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით 2-წუთიანი ვიდეო გაავრცელა, სადაც გულშემატკივარს გამოემშვიდობა.

ჟერარი ,,ბარსელონას” ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს და კატალონიურ გუნდთან ერთად 30 ტიტულის მოგება შეძლო.

ხავიმ დაადასტურა, რომ “ბარსა” ახალი ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს:

“იანვარში მცველს აუცილებლად დავიმატებთ. ეს ჩვენითვის პრიორიტეტი იქნება, რადგან პიკემ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.”

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის მთავარი სამიზნე ინიგო მარტინესი იქნება.

ბარსელონამ პიკეს შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყო

სტატიის ავტორი
-