ინგლისის ჩემპიონშიფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩისკო მუნიოსის მიერ გაწვრთნილმა “უოტფორდმა” პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. “დინამო თბილისის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდი მომავალი სეზონიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა როგორი იქნება თავად ესპანელი სპეციალისტის მომავალი, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამის შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა givemesport-ი ავრცელებს და შემდეგ წერს, რომ 40 წლის მწვრთნელის მომავალი უეფას PRO ლიცენზიის […]