მოულოდნელი ტრანსფერი | რატომ გაუშვა სიტიმ კანსელუ?
ჟოაუ კანსელუს “მანჩესტერ სიტიდან” “ბაიერნში” იჯარის წესით გადაბარგება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ელვის სისწრაფით განვითარებულმა ამბავმა გულშემატკივარში ბევრი კითხვა გააჩინა და თუ ყველა მათგანს გავაერთიანებთ, შეგვიძლია ერთი და მთავარი საკითხი გავარკვიოთ: რატომ შეელია გვარდიოლას გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველს ასე მოულოდნელად და უცერემონიოდ? ფაქტი ერთია – გვარდიოლა თვლის, რომ ამ […]
ჟოაუ კანსელუ ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, “მანჩესტერ სიტის” განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ ინგლისის დატოვებასთან ახლოს არის. რომანოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 28 წლის პორტუგალიელი 6 თვიანი იჯარით “ბაიერნში” ითამაშებს. დევიდ ორნშტეინის თანახმად, შეთანხმება “სიტისა” და “ბაიერნს” შორის საბოლოო ფაზაშია. აღსანიშნავია, რომ მიუნხენურ კლუბს, სურვილის შემთხვევაში, კანსელუს გამოსყიდვის უფლება ექნება.
“მანჩესტერ სიტი” კუკურელიაში £50 მილიონის გადახდას არ აპირებს
ESPN-ის ცნობით “მანჩესტერ სიტი” მარკ კუკურელიაში £50 მილიონს არ გადაიხდის. მიუხედავად გვარდიოლას ინტერესისა, “ქალაქელები” ესპანელ ფეხბურთელს არ შეიძენენ თუ სამხრეთელები მის ფასს £35 მილიონამდე არ ჩამოწევენ. მანჩესტერულ კლუბს “ბრაიტონისთვის” ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია, თუმცა დიდი ხანია ისინი კუკურელიას აკვირდებიან. 24 წლის ფეხბურთელს, რომელიც პრემიერლიგაში 2021 წელს “ხეტაფედან” გადავიდა, კონტრაქტი გუნდთან 2026 წლამდე აკავშირებს . მარკი […]
2021/2022 წლის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი, რომ ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულები არიან ამაზე არავინ დავობს. ბევრის აზრით, ისინი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელებიც კი არიან. ჩვენ არ ვაპირებთ კამათს იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, მაგრამ აშკარაა, რომ დღეს რონალდუ და მესი ვერ აჩვენებენ იმ თამაშს, რომლითაც გულშემატკივარს თავი შეაყვარეს. მიუხედავად ყველა ტურნირზე გატანილი 24 გოლისა, 37 წლის რონალდუმ […]
რამდენიმე დღის წინ, “ბენფიკამ” დარვინ ნუნიესი 100 მოლიონ ევროდ გაყიდა “ლივერპულში”. 22 წლის ურუგვაელმა 2021/2022 წლის სეზონში, 41 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. ის არ არის პირველი ,რომელიც “ბენფიკამ” სარფიანად გაყიდა. Transfermarkt- მა დაასახელა საუკეთესო თერტთმეტეული, რომელთა გამოყვანაც შეეძლო მოედნაზე ლისაბონურ გუნდს, იმ შემთხვევაში თუ მათ შეინარჩუნებდა. მეკარე- ედერსონი ბრაზილიელი მეკარე “მანჩესტერ სიტიში” £37 მილიონად გადავიდა. […]
კანსელუ: “ყველაფერს ჩემი გარდაცვლილი დედისთვის ვაკეთებ”
“მანჩესტერ სიტისა” და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ჟოაუ კანსელუმ, ემოციურ და გულწრფელ ინტერვიუში 9 წლის წინ გარდაცვლილი დედის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის თქმით, მისი ნამოქმედარის უკან, ყოველთვის ავტოავარიაში დაღუპული ფილომენა კანსელუ დგას. ტრაგედიის შემდეგ, ჯერ კიდევ დამწყებ ფეხბურთელმა, დეპრესიის ფონზე სრული დემოტივაცია განიცადა, თუმცა სურვილმა, რომ დედას მისით ეამაყა, ყველაფერი გადაწონა. “ჩვენ ბევრი სირთულე გავიარეთ, მკაფიოდ მახსოვს […]
ჟოაუ კანსელუს ბრწყინვალე პერფორმანსი ბრიუგეს წინააღმდეგ | VIDEO
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, “მანჩესტერ სიტიმ” “ბრიუგე” დამაჯერებლად, ანგარიშით 4:1 დაამარცხა. გოლები ფოდენმა, მაჰრეზმა, სტერლინგმა და ჟეზუსმა გაიტანეს, თუმცა მატჩის მთავარი გმირი, მოულოდნელად, ჟოაუ კანსელუ გახდა, რომელმაც ანგარიშზე 3 საგოლე პასი ჩაიწერა. საგოლე პასების რაოდენობას რომ თავი დავანებოთ, ისიც აღსანიშნავია, რომ კანსელუს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა – მან ისეთი შედეგი აჩვენა, რომელსაც ბევრი ფლეიმეიქერი ინატრებდა. 3 […]