მოურინიო: “ეს არ ყოფილა ჟოზეს გამარჯვება პეპის წინააღმდეგ”
ჟოზე მოურინიომ პრინციპული მეტოქე პეპ გვარდიოლა კიდევ ერთი კლუბის მთავარი მწვრთნელის სტატუსით დაამარცხა. ამჯერად, “განსაკუთრებულმა” “ტიკი-ტაკას” შემოქმედს “ტოტენჰემით” აჯობა. “ეს არ ყოფილა ჟოზეს კლასიკური გამარჯვება პეპის წინააღმდეგ, ეს იყო “ტოტენჰემის” შესანიშნავი თამაში. ჩემმა ბიჭებმა წინა კვირაში არანორმალურად ბევრი იშრომეს და ამან შედეგიც მოგვცა. დიახ, პირველ ნახევარში იყო ეპიზოდები, როცა იღბალი ჩვენს მხარეს გადმოიხარა, მაგრამ საპირისპიროდ […]
მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “სამეფო კლუბის” ახლადდაბრუნებულ მთავარ მწვრთნელზე, ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.
მოურინიო: “კეინი ყველა შესაძლო რეკორდს დაამხობს”
პრემიერ ლიგის 23-ე ტურში “ტოტენჰემმა” “ვესტ ბრომვიჩს” უმასპინძლა და ზედიზედ წაგებული 3 შეხვედრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრა ანგარიშით 2:0 დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ “დეზებს” ჰარი კეინი დაუბრუნდა, რომელმაც გოლის გატანა შეძლო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მატჩის შემდგომ კომენტარში ჟოზე მოურინიომ ჰარი კეინის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და განაცხადა, რომ ინგლისელი ფორვარდი “ტოტენჰემის” […]
მოურინიო: “ლივერპულთან მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ”
“მანჩესტერ იუნაიტედმა” მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა – ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრინციპულ მეტოქესთან, “ლივერპულთან” გასვლაზე მატჩი ანგარიშით 3:1 დათმო. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მოურინიომ “ლივერპულთან” მარცხი შეაფასა: “ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მათზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს – “ლივერპულის” ფეხბურთელები სწრაფები და ფიზიკურად ძლიერები არიან. მათ ბურთით გადაადგილება საათში 200 მილის სიჩქარით შეუძლიათ. ასევე, […]
მოურინიო: “მბაპე მესისა და რონალდუზე ძვირადღირებულია”
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ “პსჟ”-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. მოურინიო ფიქრობს, რომ ფრანგი თავდამსხმელი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მსოფლიოში. “როდესაც მბაპეზე საუბრობ, საჭირო არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორი იქნება ის 5-10 წელში. უბრალოდ უნდა ფოკუსირდე ახლანდელ დროზე, კილიანი უკვე შეუჩერებელია. სატრანსფერო მარკეტის, რონალდუსა (34) და მესის ასაკის (31) გათვალისწინებით, მბაპე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა,” […]
მოურინიო: “მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პსჟ-ს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის […]
მოურინიო: “ორი გოლი გავიტანეთ და დავმარცხდით”
როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში სტუმრად “ვალენსიასთან” 2:1 დამარცხდა. მანკუნიანელთა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზემ მოურინიომ ფილ ჯონსის საკუთარ კარში გატანილ გოლზე და მატჩი პერიპეტიებზე ისაუბრა: ” ჩვენ ორჯერ გავიტანეთ მაგრამ მოგების ნაცვლად დავმარცხდით! თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და პირველ ნახევარში ძალიან პასიურები ვიყავით, მეორე ტაიმში მოვუმატეთ თუმცა ამბიციის ნაკლებობის გამო […]
მოურინიო: “პრემიერლიგაში ყველაფერი დასრულდა”
პრემიერლიგის სამჯერ მომგებმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, “ლივერპული”-“სიტის” პრინციპული დაპირისპირების შემდეგ თქვა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ყველაფერი გარკვეულია. “როცა გუნდის წვრთნი, არ შეგიძლია დანებდე და ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ლიდერის გამოჭერას და გადასწრებას მოახერხებ, მაგრამ გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მე დღეს პრემიერლიგაში არ ვმუშაობ და ამ პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მაგალითად […]
მოურინიო: “რა მოუვა ბარსელონას, როდესაც მესი გუნდიდან წავა?”
მოურინიო: “სონის მდგომარეობა წარმოუდგენლად მძიმეა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ლაიპციგთან” დაპირისპირების წინ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის სონ ჰიუ-მინის მდგომარეობაზე ისაუბრა. “იმდენად, რამდენადაც ამ ფეხბურთელის შეცვლა რთულია, წარმოუდგენლად მძიმეა სიტუაცია სონის გარშემო. ყველაფერი ძალიან აშკარაა, აქ საიმედო არაფერია. იმ რესურსის გამოყენება მოგვიწევს, რომელიც გვაქვს, სონის გამოყენება კი ამ სეზონში ალბათ აღარ მომიწევს. კარგი იქნება, თუ ის 2-3 მატჩის […]
მოურინიო: “სონისა და ლორისის ჩხუბი სასიამოვნო სანახაობა იყო”
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში “ტოტენჰემი” “ევერტონს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში გასვლის დროს, “ტოტენჰემის” ორ ვარსკვლავს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უგო ლორისი და სონი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ, მათი გაშველება კი თანაგუნდელებმა შეძლეს. მომხდარ ინციდენტს ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]
მოურინიო: “ტოტენჰემიდან წასვლამდე ტიტულს აუცილებლად მოვიგებ”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელსაც კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას, თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და საკმაოდ ამბიციური განცხადებაც გააკეთა. “რამდენი ხანი დასჭირდა კლოპს და “ლივერპულს” წარმატების მისაღწევად? 4 სეზონი, დიახ 4 წელი. გარდა ამისა, მათ შეიძინეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ცენტრალური მცველი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ჩემი კონტრაქტი სამ წელიწადზეა გათვლილი […]