ჟოზემ პირველად წააგო – განსაკუთრებულს კარიერაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია
პრემიერლიგის პირველ ტურში, “ტოტენჰემი” საშინაო არენაზე “ევერტონთან” – 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონური გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოსთვის კარიერაში სეზონის გახსნითი პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მარცხი განიცადა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გუნდებმა 18 სეზონში 11-ჯერ იმარჯვეს და 7 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე, ლუკა დინის მიერ ჩაწოდებული საჯარიმოდან დომინიკ კალვერტ-ლუინის თავური […]
ჟოზე მოურინიომ მესის სიტუაციაზე ისაუბრა
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ლიონელ მესის მიერ “ბარსელონას” დატოვების წარუმატებელ მცდელობაზე ისაუბრა. “ტოტენჰემი” პატივს სცემს ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებს. მესის გუნდის დატოვება მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეეძლო და ის სამართლიანი თამაშის წესებს დაარღვევდა, რასაც ჩვენ არ მოვიწონებთ, თუმცა ეს “ტოტენჰემის” საქმე არ არის”, – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს არგენტინელს კლუბთან […]
ალექსის სანჩესი: “მანჩესტერის დატოვება პირველსავე ვარჯიშზე მომინდა”
მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული წარუმატებელი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ გუნდის დატოვება პირველი ვარჯიშისთანავე სურდა. “პირველსავე ვარჯიშზე ბევრ რამეს მივხვდი. სახლში დავბრუნდი და ოჯახის წევრებს და ჩემს აგენტს ვკითხე, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაწყვეტა და “არსენალში” დაბრუნება. ვგრძნობდი, რომ რაღაც არ მომწონდა, მაგრამ ხელშეკრულება უკვე გავაფორმე და სხვა გზა არ იყო. თვეები […]
მოურინიო: “მბაპე მომწონს, მაგრამ ოქროს ბურთისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “პსჟ-ს” თავდამსხმელის კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა. “ფეხბურთელმა ოქროს ბურთი არ უნდა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი გუნდი წარმატებული არ არის. მე რომ ამ პრიზის მეპატრონე ვიყო, მხოლოდ იმ მოთამაშეებს დავაჯილდოებდი, ვინც გუნდთან ერთად რაღაცას მიაღწია. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, მაშინ კილიან მბაპე ოქროს ბურთის […]
ჟოზე მოურინიო: “5 ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ”
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში, მატჩის მიმდინარეობისას 5 ცვლილების გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. “პირადად მე, 5 ცვლილება სულაც არ მჭირდება. მატჩების უმეტეს ნაწილში, საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ზოგადად ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვლა შეგვიძლია, კარგია. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მწვრთნელებს მატჩის შეჩერება მხოლოდ 3-ჯერ […]
მოურინიო ფეხბურთელებს თავისი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის (ვიდეო)
კომპანია “ამაზონი” “ტოტენჰემის” შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს, რომელსაც პრემიერლიგის გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. ეტაპობრივად, წინასწარი ვიდეოები ვრცელდება, სადაც ფილმის მონაკვეთები ჩანს. ამჯერად, BBC-ის საშუალებით, საინტერესო ვიდეო გამჟღავნდა, სადაც ჩანს, რომ ჟოზე მოურინიო ვარჯიშზე, თავისი გუნდის ფეხბურთელებს, საკუთარი სახელის სწორად გამოთქმას ასწავლის. “განსაკუთრებული” ტანგანგასთან მიდის და ეკითხება თუ როგორ უნდა გამოთქვას მისი სახელი სწორად, შემდეგ კი ამბობს, […]
რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა
რიკარდო კუარეჟმამ “ქაზიმფაშა” დატოვა. ინფორმაციას თურქეთის სუპერლიგის ბინადარი კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა “ქაზიმფაშაში” გადასვლა შარშან ზაფხულში გადაწყვიტა და კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე 4 სეზონი “ბეშიქთაშში” გაატარა, სადაც 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა. 2010 წელს, 36 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი მილანის […]
მოურინიო: “ფერნანდეში ამ კომონენტში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის ბრუნო ფერნანდეშის შესახებ ისაუბრა. “ფერნანდეშმა დაამტკიცა, რომ ის პენალტების შესანიშნავი შემსრულებელია. ის ამ კომპონენტით მსოფლიოში ერთ – ერთი საუკეთესოა. მან პენალტი მგონი 20-ჯერ დაარტყა და გაიტანა”, – თქვა “განსაკუთრებულმა” თანამემამულეზე. 25 წლის პორტუგალიელი, “წითელ ეშმაკებს” 2020 წლის იანვარში, ლისაბონის “სპორტინგიდან“, 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. ნახევარ სეზონში მან […]
ჰარი კეინი: “მოურინიომ ტოტენჰემს თავისი ხელი დაატყო”
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, “ლესტერთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, “ტოტენჰემის” ლიდერმა ჰარი კეინმა თავისი გუნდის თამაშზე და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. “ჟოზე მოურინიოსთვის “ტოტენჰემში” მოსვლა და გუნდისთვის საკუთარი ხელის დატყობა რთული იყო, მაგრამ ბოლო 3 გამარჯვების მეშვეობით ჩვენ ეს შევძელით. “ლესტერი” ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელსაც მე ხშირად ვუტან. მას მერე, რაც გოლი გავიტანეთ, თამაშზე […]
გვარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა: “რომ დაგვეშავებინა, დაგვსჯიდნენ კიდეც”
მას მერე, რაც “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიანი ბანი მოხსნეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირველი კომენტარი გააკეთა “სხვა კლუბებისგან მათი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ველოდებით. თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ, მაშინ დამსახურებულ სასჯელს მივიღედით, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ვიმართლოთ თავი მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია. ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო, რადგან ჩვენ ფინანსური სამართლიანი […]
მოურინიო სიტის საკითხზე: “ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა”
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ სიტისთვის” ჩემპიონთა ლიგიდან 2-წლიანი ბანის მოხსნის საკითხს ეხმაურება. პორტუგალიელი სპეციალისტი უეფას გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და თვლის, რომ თუ “ქალაქელები” დამნაშავეები არ არიან, მაშინ მათ არც ფინანსური ჯარიმა არ უნდა დაკისრებოდათ. “ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. თუ “მან სიტი” ამ საქმეში დამნაშავე არ არის, მაშინ მათ არც რამდენიმე მილიონის გადახდა უნდა უწევდეთ, […]
არიენ რობენის კვალდაკვალ: ვესლი სნეიდერმა კარიერა განაახლა
ვეტერანმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა, 36 წლის ასაკში კარიერის განახლება გადაწყვიტა. მისი ყოფილი თანაგუნდელის და თანამემამულის არიენ რობენის კვალდაკვალ, სნეიდერიც მშობლიურ ჩემპიონატში ითამაშებს, ის “უტრეხტის” მაისურს მოირგებს. რაც შეეხება რობენს, ისიც ჰოლანდიის ერედივიზიონში, “გრონიგემის” შემადგენლობაში ითამაშებს. სნეიდერი ქალაქ უტრეხტშია დაბადებული. უცნაურია, მაგრამ მრავალფეროვანი კარიერის განმავლობაში, მას ამ ქალაქის გუნდში არასდროს უთამაშია, როგორც ჩანს, მან ფეხბურთიდან წასვლა […]