მოურინიომ არტეტას დანიშვნა გააკრიტიკა
როგორც იცით მიკელ არტეტა ლონდონის “არსენალის” ახალი მთავარი მწვრთნელია. ამასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ არასასიამოვნო კომენტარი გააკეთა. “ჩემთვის წარმოუდგენელია მიკელის “არსენალში” ხილვა. ვერ ვხვდები ვერანაირ ლოგიკურ მიზეზსს თუ რატომ არის ესპანელი ამ პოზიციაზე” “ერთადერთი, რაც შეიძლება ვიფიქროთ არის საკმაოდ სახალისო რამ. ადრე მწვრთნელებს იმის მიხედვით ნიშნავდნენ თუ რამდენი მოგება ჰქონდათ, რა ტიტულები იყო მათ სიაში. […]
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი პრემიერ ლიგაში
გამოქვეყნდა იმ მწვრთნელების სია, რომლებიც პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებენ. 10. შონ დაიჩი (ბარნლი) – £3.5 მილიონი წელიწადში 9. ედი ჰოუი (ბორნმუთი) – £4 მილიონი წელიწადში 8. ფრენკ ლამპარდი (ჩელსი) – £5.5 მილიონი წელიწადში 7. რალფ ჰასენჰატლი (საუთჰემპტონი) – £6 მილიონი წელიწადში 6. მანუელ პელეგრინი (ვესტ ჰემი) – £7 მილიონი წელიწადში 5. ოლე გუნარ სოლსკიაერი […]
მოურინიო: “ჩემი შვილი მას სონალდოს ეძახის …”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სონის ბრწყინვალე გოლზე მატჩისშემდგომ ინტერვიუში ისაუბრა: “ამ გოლამდეც კი, ჩემი შვილი მას “სონალდოს” ეძახდა. “სონალდო ნაზარიო” და დღეს ის ნამდვილად იყო სონალდო ნაზარიო, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, ეს არის გოლი რომელზეც მე მქონდა პატივი ვყოფილიყავი ლეგენდარული სერ ბობი რობსონის გვერდზე. ეს იყო ბარსელონა – კომპოსტელას მატჩი, 1996 […]
როდის დაბრუნდება პოგბა?
პოლ პოგბა ტრავმის შემდეგ აღდგენითი პროცესის ბოლო ეტაპზეა. ფრანგმა ნახევარმცველმა “მანჩესტერ იუნაიტედში” უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა. მიუხედავად სავარჯიშო პროცესში ჩართვისა, 26 წლის ფეხბურთელი “ტოტენჰემთან” სათამაშოდ ჯერ მზად მაინც არ არის. ინფორმაცია თავად ოლე გუნარ სოლსკიაერმა დაადასტურა. “პოგბა სრულყოფილად მზად ჯერ არ არის, მან ვარჯიში დაიწყო, ბევრს შრომობს და სრული დატვირთვით ემზადება, მაგრამ მოედანზე გასასვლელად კიდე ცოტა […]
სოკლსკიაერი: “ჭორებს არ ვუსმენ, სანერვიულო არაფერი მაქვს”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერამა ინგლისური კლუბიდან მისი დათხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ტყუილი უწოდა. “კარგად ვარ. კლუბში დისკომფორტს ვერ ვგრძნობ. სიცილით ვკითხულობ ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას. ვიცი, რომ რასაც პრესაში წერენ, უმეტესად სიმართლეს არ შეესაბამება და გაბუქებული სიცრუეა, ამიტომაც მათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. სანერვიულო არაფერი მაქვს. ჩემს საქმეზე ორიენტირებული ვარ და ხელმძღვანელებთან ერთად […]
ნელსონ მანდელა და ჟოზე მოურინიო – მარცხი თუ გამოცდილება
“ტოტენჰემში” ახლადდანიშნულმა ჟოზე მოურინიომ ყოფილ კლუბ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. “ეს ჩემთვის დახურული საქმეა. კლუბი წელიწადზე მეტი ხნის წინ დავტოვე, რის მერეც საკმარისი დრო მქონდა დასკვნების გამოსატანად. კარიერის ახალ ეტაპზე ვარ. “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემი წიგნის დასრულებული თავია, ისტორიის ნაწილი. როგორც ნელსონ მანდელამ თქვა, შენ არასდროს მარცხდები, სწავლობ და გამოცდილებას იძენ – მე “იუნაიტედში” გამოცდილება მივიღე”, […]
ჩაბი ალონსოს ანალიზი: ჟოზე, კლოპი და გვარდიოლა
ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ჩაბი ალონსომ, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამს, თანამედროვეობის საუკეთესო სპეციალისტებისა და მათ შორის განსხვავების შესახებ ისაუბრა. “მოურინიოს თამაშის წაკითხვის შესანიშნავი უნარი აქვს. ჟოზეს დიდებულად შეუძლია სიტუაციასთან ადაპტირება და რთულ მდგომარეობებში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ფეხბურთი არავინ იცის ისე კარგად, როგორც გვარდიოლამ. ის ძალიან ჭკვიანია, მისი საფეხბურთო ფილოსოფია კი სხვადსხვა ჩემპიონატებსა და […]
ჟოზემ ჰარი კეინის გოლისთვის მადლობა “Ballboy”-ის გადაუხადა (ვიდეო)
მოურინიო – მაღალი ხელფასები და კომპენსაციები პრემიერლიგის გუნდებში
ჟოზე მოურინიო პრემიერლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გასულ კვირას “ტოტენჰემში” პოჩეტინო ჩაანაცვლა. მოგეხსენებათ, მოურინიოს სამწვრთნელო კარიერა დიდ ხელფასებთანაა დაკავშირებული. გამონაკლისი არც “სპურსი” გამოდგა, სადაც ჟოზე წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს. გავიხსენოთ 2004 წელი – “პორტუსთან” ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტულის შემდეგ, მოურინიო რომან აბრამოვიჩმა “ჩელსიში” მიიწვია. მაშინ პორტუგალიელი 5 მილიონ ევროს იღებდა, რითაც მსოფლიოს […]
ბერნაბეუს პუბლიკამ გარეთ ბეილს უსტვინა
ამ წუთებში ლა ლიგის მე-14 ტურის მატჩი მიმდინარეობს, სადაც მადრიდის “რეალი” შინ “რეალ სოსიედადს” მასპინძლობს. მარკას ინფორმაციით, სანამ გუნდები სტადიონზე გამოვიდოდნენ დიქტორი განაცხადში მყოფი ფეხბურთელების გვარებს აცხადებდა. როდესაც ჯერი უელსელ ფეხბურთელზე მიდგა, მთელ სტადიონზე გამაყრუებელი სტვენა გაისმა. გულშემატკივარი გარეთ ბეილზე განაწყებულია და ეს ჟესტიც ამაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ფონზე უელსის ნაკრების ლიდერის გუნდში ყოფნის საკითხი […]
მოურინიოს ტოტენჰემში იბრაჰიმოვიჩის ხილვა სურს
🔜 @Ibra_official — Sky Sports Premier League (@SkySportsPL) November 22, 2019 სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხილვა სურს გუნდში. შვედი ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია მისვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზლატანისთვის პრემიერ ლიგა უცხო ნამდვილად არ არის. მოურინიო და იბრაჰიმოვიჩი ერთად არაერთხელ მუშაობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ, რაც ტრანსფერის […]
მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია: “თავმდაბალი გავხდი”
ჟოზე მოურინიომ “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა. მისი თქმით, “მანჩესტერ იუნაიტედში” მიღებული გამოცდილების შედეგად, იგი უფრო მეტად თავმდაბალი ადამიანი გახდა. “მე თავმდაბალი ადამიანი ვარ და შემიძლია ჩემს კარიერას სრული ანალიზი გავუკეთო. მე ვეძებ შეცდომებს და ვპოულობ პასუხობს. ჩემი ანალიზის მთავარი პრინციპია – არ გადავაბრალო ჩემი შეცდომები სხვებს,” აღნიშნა მოურინიომ. პორტუგალიელმა, რომელიც ერთ დროს […]