ოზილი შეიძლება სათამაშოდ მანჩესტერში გადავიდეს
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის „არსენალის“ გამთამაშებელმა, მესუთ იოზილმა, შესაძლოა გუნდი დატოვოს. გუნდში უნაი ემერის მისვლის შემდეგ, მესუთ იოზილმა ხელშეუშებელის სტატუსი დაკარგა და ძირითადში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა უწევს. შესაბამისად, ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლოა ოზილისთვის უჩვეულო აღმოჩნდეს და ახალ გუნდში გადასვლის პერსპექტივა განიხილოს. ოზილისადმი ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ უკვე დიდი ხანია გამოთქვამს. მითუმეტეს, ოზილი ჟოზე მოურინიოს „რეალის“ ძირითადის […]
ჟოზე მოურინიოს “რომას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა და პორტუგალიელი სპეციალისტის თანამემამულე მეკარე, რუი პატრისიუ დაიმატა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის პრეს-სამსახურმა, რომლის ცნობითაც, “ვულვზის” და ლისაბონის “სპორტინგის” ყოფილმა კარის დარაჯმა “მგლებთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჯალოროსის” შემადგენლობაში იგი პირველნომრიან მაისურს მოირგებს. View this post on Instagram A post shared […]
მოურინიომ ლამპარდზე და ჯერარდზე ისაუბრა
ჟოზე მოურინიო მრავალი წლის განმავლობაში ფრენკ ლამპარდს წვრთნიდა. ერთად მათ არაერთი ტიტული აქვთ მოგებული. ინგლისელის საუკეთესო წლებიც ჟოზე მოურინიოსთან ასოცირდება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ორ ლეგენდარულ ინგლისელზე, სტივენ ჯერარდზე და ფრენკ ლამპარდზე ისაუბრა. “თანამედროვე ფეხბურთს ორივე ფეხბურთელი აკლია. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რადგან მათ საფეხბურთო კარიერა დაასრულეს. ლამპარდი მუდამ ჩემი ერთგული იყო. რაც შეეხება ჯერარდს, სტივენი ჩემი […]
მოურინიოს ტოტენჰემში იბრაჰიმოვიჩის ხილვა სურს
🔜 @Ibra_official — Sky Sports Premier League (@SkySportsPL) November 22, 2019 სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხილვა სურს გუნდში. შვედი ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია მისვლა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზლატანისთვის პრემიერ ლიგა უცხო ნამდვილად არ არის. მოურინიო და იბრაჰიმოვიჩი ერთად არაერთხელ მუშაობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობენ, რაც ტრანსფერის […]
სერ ალექს ფერგიუსონი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
შოტლანდიელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედში” 26 ისტორიული წელი გაატარა, რა დროშიც მან გუნდთან ერთად 38 ტიტული მოიგო. სერ ალექს ფერგიუსონი “წითელ ეშმაკებში” 1986 წელს მივიდა და მას შემდეგ მან ისტორია დაწერა. “ოლდ ტრაფორდზე” გატარებულ ტიტულოვან პერიოდში 78 წლის სპეციალისტმა 13 პრემიერ ლიგის, 5 ინგლისის თასის და 2 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო. წლების განმავლობაში შოტლანდიელმა ისეთი მოთამაშეები […]
რიკარდო კუარეჟმამ თურქული კლუბი დატოვა
რიკარდო კუარეჟმამ “ქაზიმფაშა” დატოვა. ინფორმაციას თურქეთის სუპერლიგის ბინადარი კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა “ქაზიმფაშაში” გადასვლა შარშან ზაფხულში გადაწყვიტა და კლუბთან 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ როგორც ჩანს, ხელშეკრულების გახანგრძლივება აღარ ისურვა. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა მანამდე 4 სეზონი “ბეშიქთაშში” გაატარა, სადაც 2-ჯერ თურქეთის ჩემპიონი, ერთხელ კი თასის მფლობელი გახდა. 2010 წელს, 36 წლის ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი მილანის […]
ოფიციალურად: მოურინიო რომას მწვრთნელი გახდება
ჟოზე მოურინიო იტალიაში ბრუნდება – გამოცდილი სპეციალისტი მომავალი სეზონიდან “რომას” ჩაიბარებს. ინფორმაციას კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც იცით, “რომას” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პაულო ფონსეკა დაკავებულ პოსტს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. როგორც ცნობილია, მოურინიომ “რომასთან” 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. “ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ “რომას” ამბიციების შესახებ შევიტყვე. ერთად გვინდა, რომ ავაშენოთ გამარჯვებული პროექტი. გულშემატკივრის წარმოუდგენელმა გატაცებამ დამარწმუნა, რომ […]
ჯესი ლინგარდით პრემიერ ლიგის 4 კლუბი ინტერესდება
ინგლისელი ფეხბურთელის კარიერა “ეშმაკებში” კარგად ნამდვილად არ ვითარდება. ჯესის გარშემო სოციალურ ქსელში არაერთი დამცინავი ვიდეო ვრცელდება და გულშემატკივრებს მისი იმედი აღარ აქვთ. ეს ყველაფერი მასზე რა თქმა უნდა მოქმედებს. მისი თამაშის ხარისხიც სულ უფრო დაბლა იწევს. ლინგარდს ბოლო 2 სეზონია მთავარი მწვრთნელებიც არ ენდობიან. ჟოზე მოურინიო ცოტა სათამაშო დროს აძლევდა, მაგრამ მას შემდეგ რაც გუნდს […]
7 შემთხვევა, როდესაც მოურინიომ საკუთარი ფეხბურთელები გააკრიტიკა
ჟოზე მოურინიო ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ფეხბურთელების დაცვით, თუმცა განვლილი წლების განმავლობაში იყო 7 შემთხვევა, როდესაც პორტუგალიელმა საკუთარი ფეხბურთელი მწვავედ გააკრიტიკა. 2004 წელი – ჯო კოული “როდესაც კოულს ერთი გოლი გააქვს, მისთვის თამაში სრულდება და ჩვენ ვრჩებით ათნი. მე თამაშის ბოლომდე მინდორზე 11 კაცი მჭირდება” რიკარდო კარვალიო – 2005 წელი “როგორც ჩანს, კარვალიოს პრობლემები აქვს ჩემი […]
სამუელ ეტო’ო გვარდიოლასა და მოურინიოს სამწვრთნელო სტილებს შორის უპირატესობას პორტუგალიელს ანიჭებს
39 წლის კამერუნელი ფორვარდი ბრწყინვალე კარიერის მანძილზე არაერთი საოცარი ფეხბურთელის თანაგუნდელი ყოფილა და არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან უმუშავია. “ბარსელონაში” თამაშის პერიოდში მოთამაშემ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორისაა მესისთან და გვარდიოლასთან ერთად 2008-09 წლის სეზონში მოგებული ტრებლი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი სწორედ ეტო’ომ გაიტანა მე-10 წუთზე. შემდეგ სეზონში კამერუნელი ფორვარდი “ინტერს” […]
მანჩესტერმა რომერო განაცხადში არ შეიყვანა და არც შეატყობინა – არგენტინელმა ეს ამბავი სოციალური ქსელიდან გაიგო
“მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020/21 წლების სეზონის პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის განაცხადი შეადგინა, რომელშიც სერხიო რომეროს ადგილი არ მოიძებნა. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არგენტინელმა მეკარემ ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელებმა საჭიროდ არ ჩათვალეს გოლკიპერისთვის ეცნობებინათ, რომ მას მთელი სეზონის განმავლობაში, მთავარ ტურნირებზე თამაში არ მოუწევდა. რომერო პრემიერლიგურ კლუბს 2015 წელს, იტალიური […]
დიდიე დეშამი: “პოგბასა და მოურინიოს საქმეში ჩარევა არ მსურს”
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, იგი პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის გაუარესებულ ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა პოგბას კაპიტნობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა (იხილეთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟოზეს განმარტება). “მათ საქმეში ჩარევა არ მსურს და საქმე თავად უნდა მოაგვარონ. რეალურად, პოგბას საფრანგეთის ნაკრებში […]