ჟოზე მოურინიო გაშვების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო “მანჩესტერიდან” გაშვების შემდეგ საზოგადოებასთან და მედიასთან პირველად გამოჩნდა. მან საბოლოოდ დატოვა ის სასტუმრო, რომელშიც მანჩესტერში ყოფნის დროს ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, მას ძალიან ბევრი ჟურნალისტი ჩაუსაფრდა, თუმცა “განსაკუთრებულმა” ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა – იხ. ვიდეო:
ჟოზე მოურინიო ლივერპულს რჩევას აძლევს, თუ როგორ გააჩერონ მესი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და გამოცდილი მწვრთნელი, 56 წლის პორტუგალიელი – ჟოზე მოურინიო “ლივერპულის” ფეხბურთელებსა და იურგენ კლოპს აძლევს რჩევას, თუ როგორ გააჩერონ ლეო მესი. “ლეო საოცარ სეზონს ატარებს როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ეს მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. მან იცის, რომ კრიშტიანუ რონალდუ და მისი იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ და ახლა იგი ყველაფერს […]
ჟოზე მოურინიო სტადიონზე ფეხით მივიდა
ტურინის “იუვენტუსთან” შეხვედრაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ფეხით მივიდა. აღნიშნულის მიზეზი ის იყო, რომ “იუნაიტედის” ავტობუსი საცობში მოხვდა, პრობლემების თავიდან აცილების მიზნით კი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მოურინიო ავტობუსიდან ჩამოვიდა და სტადიონამდე ფეხით იარა. პარასკევს “მანჩეტერ იუნაიტედს” UEFA-მ €15,000-ის გადახდა დააკისრა, რადგან “ვალენსიასთან” მატჩზე გუნდმა, იმავე მიზეზით, 5 წუთით დაიგვიანა. ჩვეულებისამებრ, “მანჩესტერი” საშინაო მატჩამდე Lowry […]
ჟოზე მოურინიო ჰოკეის მოედანზე წაიქცა (ვიდეო)
ჟოზე მოურინიო: “5 ცვლილების საჭიროებას ვერ ვხედავ”
“ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფეხბურთში, მატჩის მიმდინარეობისას 5 ცვლილების გაკეთების შესაძლებლობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. “პირადად მე, 5 ცვლილება სულაც არ მჭირდება. მატჩების უმეტეს ნაწილში, საერთოდ ვერ ვხედავ ამის საჭიროებას. ჩემს შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ზოგადად ის ფაქტი, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცვლა შეგვიძლია, კარგია. მას მერე, რაც გადაწყდა, რომ მწვრთნელებს მატჩის შეჩერება მხოლოდ 3-ჯერ […]
ჟოზე მოურინიო: “აიაქსი სათანადოდ ვერ დააფასეს”
“მანჩესტერ იუნაოტედის”, “ჩელსისა” და “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “აიაქსის” წლევანდელ წარმატებებზე ისაუბრა. “ჩემი აზრით, იუვენტუსი” გამოდგა კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც “აიაქსს” თავისი ძალების გამოყენების საშუალება მისცა. ამსტერდამულ კლუბს სათანადოდ ვერც ახლა აფასებენ. ისინი იმ დონეზე ათამაშეს, როგორც შეეძლოთ. “აიაქსს” ფანტასტიკური ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც პატარა გამოცდილება აქვთ. გამოცდილება, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ევროპა ლიგის […]
ჟოზე მოურინიო: “გავჭაღარავდი და ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ პრინციპები უცვლელია”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, “ევერტონთან” მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა თქმა უნდა, ახლა თმა გამიჭაღარავდა და ნაოჭები გამიჩნდა, მაგრამ მე იგივე ბიჭი ვარ, იგივე პრინციპებით. იგივე ვნება დუღს ჩემში და არაფერი შეცვლილა. ჩემი პრინციპები იგივეა, რადგან ისინი დნმ-შია. ცხადია, სამწვრთნელო მხრივ ჩემში ცვლილებებია, ვინაიდან იცვლება ფეხბურთი, იცვლებიან გუნდები […]
ჟოზე მოურინიო: “დარწმუნებული ვარ დავრჩები, მინდა რომაში მთელი სპორტული ცხოვრება გავატარო”
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, იტალიურმა “რომამ” ნიდერლანდური “ფეიენოორდი” – 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ნიკოლო ძანიოლომ 32-ე წუთზე მოახერხა. როტერდამული კლუბის წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვების შემდეგ, “ჯალოროსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა. “მატჩის წინ ბევრი ფინალურ მატჩებში თამაშის გამოცდილებაზე საუბრობდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ფინალი ფინალია, წინასწარ ვერ იმოქმედებ. ჩვენ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად, […]
ჟოზე მოურინიო: “ეს პოჩეტინოს დამსახურებაა, ყველაფერს მე ვერ დავიბრალებ”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სონ ჰიუ მინსა და ჰარი კეინის ურთიერთობა დადებითად შეაფასა. პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩში 26 ოქტომბერს, “ბარნლისთან” (1:0), კეინის პასით სამხრეთკორეელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სონის აქტივში უკვე 8 გოლია, ინგლისელის მხარეს კი 8 საგოლე გადაცემა. “მათი ურთიერთგაგება მაურიციო პოჩეტინოს დროიდან იწყება. არ მინდა მთელი დამსახურება საკუთარ თავზე […]
ჟოზე მოურინიო: “თამაში დამთავრდა. მანჩესტერი წარსულია” (ვიდეო)
გუშინ “მანჩესტერმა” ჟოზე მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მთელი მსოფლიო მის გამოჩენას ელოდებოდა და დღეს მან SKY SPORTS მცირე ინტერვიუ მისცა: “ეს მოხდა გუშინ და როგორც მე ვამბობ ხოლმე, თამაში დასრულებულია. მე ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცე და მშვიდად ვიყო. სანამ ფეხბურთში დავბრუნდები მე მინდა რომ ვიცხოვრო ჩემი ნორმალური ცხოვრებით, როგორც ახლა ვაკეთებ. დავდივარ მაღაზიებში ჩემს […]
ჟოზე მოურინიო: “ლუკ შოუმ კონტრაქტის გახანგრძლივება დაიმსახურა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდის გადაწყვეტილებით კმაყოფილია – გუნდმა ლუკ შოუს კონტრაქტი 5 წლით გაუხანგრძლივა. “ლუკ შოუმ ეს კონტრაქტი დაიმსახურა. ის ვარჯიშზე ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობს და მოგებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდაა, მას უკვე საკმარისი ნდობა აქვს მოპოვებული და რაც მთავარია, აქვს განვითარების დიდი პერსპექტივა. მიხარია რომ ჩემს გუნდში ინგლისელი ტალანტი თამაშობს, […]
ჟოზე მოურინიო: “პოლიტიკა მაინტერესებს, თუმცა საჯაროდ არ ვსაუბრობ”
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა. “შეაჩერეთ ომი. თუ ამის გამეორება ყოველდღიურად მომიწევს, გავიმეორებ. შეწყვიტეთ ომი. პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო მაინტერესებს, მასზე საჯაროდ არ ვლაპარაკობ”, – თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები 24 თებერვალს შევიდნენ და მას […]