ბეტისთან მოგების შემთხვევაში, მოურინიო ევროტურნირების რეკორდს დაამყარებს
,,რომას” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, დღეს, ,,ბეტისთან” გამარჯვების შემთხვევაში, მოგებების რაოდენობით ევროთასების რეკორდსმენი გახდება. ახლა პორტუგალიელი სპეციალისტის ანგარიშზე ევროტურნირებზე 106 მოგებაა, ამდენივე გამარჯვება აქვს სერ ალექს ფერგიუსონსაც. ,,ჩემი 106 გამარჯვებით ვამაყობ და როცა 107-ე მატჩს მოვიგებ, არ ვიცი, ეს დღეს მოხდება თუ მომავალ კვირას, ჩემი კარიერით ყოველთვის ვიამაყებ. კარიერის დასრულების შემდეგ, გასახსენებელი ბევრი რამ მექნება, […]
ბოატენგმა მანჩესტერის შემოთავაზებაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა
გერმანიის ნაკრების მცველის, ჯერომ ბოატენგის განცხადებით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში მისით ინტერესს “მაჩესტერ იუნაიტედი” და “პსჟ” გამოთქვამდნენ.
ბოლო ათწლეულის 10 საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგაში (ვიდეო)
მსოფლიოში კორონავირუსის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაჩერებულია. 2020 წელს დეკადა დაიხურა და ახალი ათვლა დაიწყო. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ, ბოლო დეკადის 10 საუკეთესო მატჩს, რომლებმაც გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა. 10. “ტოტენჰემი” 5:3 “ჩელსი” (2015 წ.) იმ დროისთვის “ჩელსი” პრემიერ ლიგას ლიდერობდა, თუმცა ჰარი კეინმა “არისტოკრატები” არ დაინდო და ორი გოლი გაუტანა. ინგლისელი ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. […]
გვარდიოლა მოურინიოს ვერ გაუთანაბრდა
უკვე წლებია საფეხბურთო სამყაროში, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება გრძელდება, პეპსა და ჟოზეს ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთში და ინგლისში უასპარეზიათ, მათი უამრავი დაპირისპირების გამარჯვებული, ხშირ შემთხვევაში ესპანელი რჩებოდა, მაგრამ გუშინ “ნიუკასლთან” წაგებულმა მატჩმა პეპს გვარდიოლასთან ერთ კომპონენტში წააგებინა. საქმე იმაშია რომ ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის საწყის 100 ტურში “ჩელსისთან” ერთად 237 ქულა დააგროვა, ხოლო გვარდიოლას ამ […]
გვარდიოლა მოურინიოს რეკორდის დამხობასთან ძალიან ახლოსაა!
9 აგვისტოდან პრემიერ ლიგა იწყება, აღნიშნულთან დაკავშირებით უცხოურ მედიაში უამრავი რამ იწერება, Goal.com-მა ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს გაუსვა ხაზი. პეპ გვარდიოლას აქვს შანსი, რომ ჟოზე მოურინიოს რეკორდი დაამხოს. ჟოზე მოურინიომ “ჩელსის” თავკაცობის პერიოდში პრემიერ ლიგის 100 შეხვედრის მოგება 142 შეხვედრაში მოახერხა, რაც ამ დროისათვის რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა პეპ გვარდიოლა ძალიან ახლოსაა მისი რეკორდის დამხობასთან, ესპანელ […]
გვარდიოლა სიტიში ჰარი კეინს ითხოვს
ბრიტანული Independent-ის ინფორმაციით, პეპ გვარდიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას ჰარი კეინის შეძენა მოსთხოვა. ბრიტანული გამოცემის თანახმად, პეპ გვარდიოლამ გუნდთან ახალი, 2-წლიანი კონტრაქტის ხელმოწერისას, ერთ-ერთ პირობად ჰარი კეინის შეძენა წააყენა. გარდა იმისა, რომ სერხიო აგუერო ტრავმირებულია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არგენტინელი 32 წლისაა, კეინის შეძენა კი ერთგვარ გრძელვადიან პროექტად შეიძლება განვიხილოთ: 27 წლის ინგლისელის შედეგიანობა, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს. […]
გვარდიოლამ კრიტიკოსებს უპასუხა: “რომ დაგვეშავებინა, დაგვსჯიდნენ კიდეც”
მას მერე, რაც “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგიდან ორწლიანი ბანი მოხსნეს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პირველი კომენტარი გააკეთა “სხვა კლუბებისგან მათი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ველოდებით. თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებთ, მაშინ დამსახურებულ სასჯელს მივიღედით, მაგრამ ჩვენ უფლება გვაქვს ვიმართლოთ თავი მაშინ, როცა არაფერი დაგვიშავებია. ფეხბურთისთვის კარგი დღე იყო, რადგან ჩვენ ფინანსური სამართლიანი […]
გვარდიოლასა და მოურინიოს ყველაზე რთული მეტოქეები
ესპანელი და პორტუგალიელი სპეციალისტები ფეხბურთის ისტორიაში უდავოდ გამორჩეული მწვრთნელები არიან. ორივე მათგანს უამრავი ტიტული აქვს მოგებული საკუთარ გუნდებთან ერთად და მათ მიერ გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის იყვნენ გამორჩეულები ევროპაში. გვარდიოლას ყველაზე წარმატებული სამწვრთნელო პერიოდი მის პირველ გუნდს “ბარსელონას” უკავშირდება. პეპმა 4 წლის განმავლობაში ბარსასთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაც. მისი “ბარსელონა” უბრალოდ შეუჩერებელი […]
დი კანიო: ,,მოურინიო მითია, ბოდო-გლიმტთან მოგების აღნიშვნა სასაცილოა”
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, პაოლო დი კანიომ, ,,რომასა” და ,,ბოდო-გლიმტის” შეხვედრის შემდეგ, ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა: ,,ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ კონფერენს ლიგით, რომელიც, სხვათა შორის, ჯერ რომას არ მოუგია და ჯერ კიდევ ნახევარფინალი აქვს სათამაშო. მაგრამ, აცნობიერებთ, რომ ,,ბოდო-გლიმტს” ჰყავს შვიდი ფეხბურთელი, რომელიც ნავსადგურში ორაგულის გადმოტვირთვაზე მუშაობს? მოურინიო მითია… ისე ჩანს, თითქოს, მან ხალხი სტადიონზე დააბრუნა, მაგრამ რეალურად […]
დიდიე დეშამი: “პოგბასა და მოურინიოს საქმეში ჩარევა არ მსურს”
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, იგი პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის გაუარესებულ ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა პოგბას კაპიტნობა მას შემდეგ ჩამოართვა, რაც მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა (იხილეთ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟოზეს განმარტება). “მათ საქმეში ჩარევა არ მსურს და საქმე თავად უნდა მოაგვარონ. რეალურად, პოგბას საფრანგეთის ნაკრებში […]
დიეგო სიმეონე ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა. მოკლე ნუსხაში პირველი ადგილი მადრიდის “ატლეტიკოს” არგენტინელმა დამრიგებელმა დიეგო სიმეონემ დაიკავა, მეორე ადგილზე “მანჩესტერ სიტის” ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გავიდა, ხოლო სამეული “ლივერპულის” გერმანელმა მესაჭემ იურგენ კლოპმა შეავსო. საუკეთესო მწვრთნელთა ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. დიეგო სიმეონე 2. პეპ გვარდიოლა 3. იურგენ […]