ერერა მოურინიოს მადლობელია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ბევრი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ესპანელს “წითელი ეშმაკების” ყოფილ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. “ერთადერთი, რაც მოურინიოს შემიძლია ვუთხრა არის მადლობა, რადგან ჟოზემ განმავითარა, როგორც ფეხბურთელი. მან გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა. პირველი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა, მეორეში კი თასის ფინალში წავაგეთ. პორტუგალიელთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. როდესაც “იუნაიტედი” […]
ერიკ ბოტეიმი – ჰოლანდის საუკეთესო მეგობარი, რომელმაც მოურინიო გაანადგურა
UEFA-ს კონფერენც ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, “ბოდო გლიმტი” “რომას” დაუპირისპირდა. ნორვეგიაში გამართული მატჩი, ჟოზე მოურინიოსა და კომპანიისთვის კატასტროფულად დასრულდა – “ბოდო გლიმტმა” მოწინააღმდეგე გაანადგურა (6:1). “რომას” რბევაში ლომის წვლილი ერლინგ ჰოლანდის საუკეთესო მეგობარმა – ერიკ ბოტეიმმა დაიდო, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და თანაგუნდელებს 3 საგოლე გადაცემა შეუსრულა. პორტუგალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე დამამცირებელი მარცხის მთავარი […]
ერიკ დაიერმა გულშემატკივართან ხელჩართული ჩხუბი გამართა (ვიდეო)
“ტოტენჰემისა” და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ერიკ დაიერმა, FA თასზე პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ საკუთარ გულშემატკივართან იჩხუბა. როგორც ბრიტანულ მედიაში ვკითხულობთ, დაიერი გულშემატკივრების ზონაში საკუთარი ძმის დასაცავად შევარდა. გულშემატკივრების გადაღებულ ვიდეოებში ისმის მისი ხმაც: “ის ჩემი ძმაა!” “ტოტენჰემის” გულშემატკივრებმა და სტადიონის თანამშრომლებმა ინგლისელი ფეხბურთელის შეჩერება შეძლეს. მოგვიანებით, დაიერის ძმასთან ერთად “ტოტენჰემის” გასახდელში ჩავიდა. თემასთან დაკავშირებით, კომენტარი […]
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: “გვარდიოლა კაციც კი არ არის …” (ვიდეო; ქართული სუბტიტრები)
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო დასაჯა
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი მორიგ უსიამოვნებაში გაეხვა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ჟოზე მოურინიო უხამსი საქციელის გამო დასაჯა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნიუკასლის” დაპირისპირების დასრულების შემდეგ მიცემული ინტერვიუს დროს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მისთვის ჩვეული მაგრამ პროფესიონალი მენეჯერისათვის შეუფერებელი ქცევით დაგვამახსოვრა თავი. “ტელეკამერების წინ ჟოზე მოურინიოს გამოსვლა იყო აგრესიული, შეურაცხმყოფელი და უხამსი”, – აღნიშნულია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. […]
ინგლისში VAR-ს აკრიტიკებენ – 67% უკმაყოფილოა
მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემა კვლავ პრემიერლიგის გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოექცა. ეს ბოლო ტურში, “სიტისა” და “ტოტენჰემის” ცენტრალურ დაპირისპირებაში მოხდა, სადაც მსაჯს ვიდეო-გამეორების შემდეგ რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილების მიღება მოუწია. პირველად ეს მაშინ მოხდა, როცა სერჟ ორიემ სერხიო აგუეროსთან უხეში თამაშის შემდეგ 11-მეტრაინი დაინიშნა, თუმცა მხოლოდ მას მერე, რაც თამაში განახლდა და მეტოქე გუნდმა შეტევაც კი მოასწრო. […]
იოზილი: “ბარსელონაში თამაში მინდოდა, მაგრამ გვარდიოლას არ დაურეკავს”
“არსენალის” ათიანმა მესუთ იოზილმა თქვა, რომ “ბარსელონაში” თამაში სურდა, თუმცა პეპ გვარდიოლას მისთვის არასდროს დაურეკავს. “2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ჩემი შეძენა მადრიდის “რეალს”, “ბაიერნს” და “ბარსელონას” სურდათ. ჩემი ოცნება “ბარსელონაში” თამაში იყო, რადგან ის ჩემი ფავორიტი კლუბი იყო. არცერთ სხვა გუნდს მათზე უკეთესი ფეხბურთი არ უთამაშია. იმედი მქონდა, რომ კარიერას სწორედ ამ გუნდში გავაგრძელებდი, […]
იტალიური მედია: შეთანხმება მიღწეულია – ერიქსენი სერია A-ში იანვარში გადავა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტიან ერიქსენი მილანის “ინტერს” საბოლოოდ შეუთანხმდა. 27 წლის ფეხბურთელი “ნერაძურიში” სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლოს გადაბარგდება. პირადი შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იტალიური კლუბი “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებების პროცესზე გადაერთო. სერია A-ს ბინადრები 10 მილიონს იხდიან, მაშინ, როცა ლონდონელების მოთხოვნა სულ მცირე 20 მილიონია. ცნობილია ისიც, რომ ერიქსენი “სან სიროზე” გადაბარგების შემთხვევაში, ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 100 […]
იტალიური მედია: შესაძლოა ჟოზე მოურინიო, ანტონიო კონტემ ჩაანაცვლოს
„ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – ამტკიცებს Football Italia.
კარაგერი: “მოურინიოს სეზონის დასრულებამდე გააგდებენ”
“ლივერპულის” ყოფილი მცველი, ჯეიმი კარაგერის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს დღეები “მანჩესტერ იუნაიტედში” დათვლილია: “ჟოზე გუნდს მომავალ წელს არ გაწვრთნის და დიდი შანსია, რომ იგი სეზონის დასასრულამდე გააგდონ”, – აღნიშნა მან. Sky Sports-ის ამჟამინდელი ანალიტიკოსის განცხადებით, ჟოზეს ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ითამაშებს გუნდი მომდევნო მატჩებში “ვალენსიასა” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 ოქტომბერს, “მანჩესტერი” ოლდ […]
კარლო ანჩელოტის უნიკალური შედეგი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “რეალი” “ჩელსის” დაუპირისპირდა. ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” მოპოვებული გამარჯვების (1:3) შემდეგ, ფავორიტის სტატუსით სამეფო კლუბი სარგებლობდა, თუმცა ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილ პუბლიკას ნერვიულობა მოუხდა. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩის ძირითადი დრო “რეალის” მარცხით, 1:3 დასრულდა. დამატებით დროში “რეალის” ფეხბურთელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს – 96-ე წუთზე, ბენზემამ […]
კარლოს ალბერტო: “მოურინიომ ბრაზილიის ნაკრებში ასისტენტობა მთხოვა…”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “პორტუ”-ს ყოფილმა ფეხბურთელმა – კარლოს ალბერტომ, ჟოზე მოურინიოს ბრაზილიის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზე ისაუბრა. “დროა საიდუმლო დავარღვიო და ხალხს ვაცნობო, რომ ჟოზე მოურინიო, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობისთვის ბრძოლაში პირველ ადგილზეა და ყველანაირი შეთანხმება მიღწეულია. ამისათვის კი საჭირო მხოლოდ ხელის მოწერაა, რომ ჟოზემ “სელეისაო” ჩაიბაროს. მან დამირეკა და როგორც მის მეგობარსა და ყოფილ […]