მოურინიო: “პრემიერლიგაში ყველაფერი დასრულდა”
პრემიერლიგის სამჯერ მომგებმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, “ლივერპული”-“სიტის” პრინციპული დაპირისპირების შემდეგ თქვა, რომ ინგლისის ჩემპიონატში ყველაფერი გარკვეულია. “როცა გუნდის წვრთნი, არ შეგიძლია დანებდე და ფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ლიდერის გამოჭერას და გადასწრებას მოახერხებ, მაგრამ გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მე დღეს პრემიერლიგაში არ ვმუშაობ და ამ პოზიციიდან შემიძლია ვთქვა, რომ საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მაგალითად […]
მოურინიო ბალოტელის შესახებ სახალისო ისტორიას ყვება (ქართული სუბტიტრებით)
მოურინიო, ფეხბურთელები თუ სისტემა, რა არის მანჩესტერის პრობლემა სინამდვილეში?
“ფეხბურთი სპორტი არაა, ფეხბურთი ცხოვრებაა”, ეს ფრაზა მეგობრებთან საუბრისას ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს უთქვამს და რაც არ უნდა გაცვეთილად ჩავთვალოთ მასში სრული ჭეშმარიტების ამოკითხვა შეიძლება, მართლაც ფეხბურთი ცხოვრებაა, და ამ ცნების ჭეშმარიტების დამტკიცება თუ გსურთ, საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ ისეთ დაპირისპირებებს, როგორებიცაა გლაზგო – სელტიკი, ბოკა – რივერი, მილანი – ინტერი და კიდევ უამრავი დერბი თუ არადერბი […]
ჟოზე მოურინიო ბაიერნის შეთავაზებას დათანხმდება
ჟოზე მოურინიოს ბიოგრაფიული წინგის ავტორმა, მანუელ პერეირამ საინტერესო განცხადება გააკეთა.
ბარსელონა პოჩეტინოსთან მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს
როგორც ცნობილია “ტოტენჰემმა” მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და მის ნაცვლად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დანიშნა. არგენტინელ სპეციალისტს გათავისუფლებამდეც ბევრი მსურველი ჰყავდა და ახლა რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენს ინტერესს. საუბარია მიუნხენის “ბაიერნზე” და კატალონიის “ბარსელონაზე”. გერმანელებმაც სულ ცოტა ხნის წინ დაითხოვეს თავიანთი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი და სურთ ახალი კარგი სპეციალისტის მიყვანა გუნდში. ყველაზე მეტად კატალონიელები აქტიურობენ , რადგან […]
მოურინიოსა და პოგბას შორის სკანდალი მწიფდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პოლ პოგბა კაპიტნის სამკლაურს ვეღარ მოირგებს. პორტუგალიელ სპეციალისტსა და პოგბას შორის არსებული უთანხმოება ბრიტანული ტაბლოიდებისათვის სპეკულირების მთავარ თემას წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოსა და ფრანგ ვარსკვლავს შორის მორიგი დაპირისპირება “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მოხდა. წყაროს მტკიცებით, მოურინიომ პოგბას განუცხადა, რომ კაპიტნის სამკლაურს ვეღარასდროს მოირგებს, რადგანაც მას […]
მანჩესტერის დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა, რომელიც კომპენსაციის სახით 24 მილიონ ფუნტსაც მიიღებს. კლუბმა დროებით მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პორტუგალიელის ასისტენტი და კლუბის ლეგენდა, მაიკლ კერიკი დანიშნა, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლამდე გაწვრთნის კლუბს. ასევე ნახეთ: რა თანხას მიიღებს ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვების შემდეგ
ჟოზე მოურინიომ მწვრთნელისთვის ყველა დროის საუკეთესო შეთავაზება უარყო
“SKY SPORTS”-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნატედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ყველა დროის საუკეთესო შემოთავაზება უარყო და 100 მილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი. ჩინურმა „გუანგჯოუ ევერგრანდმა“ პორტუგალიელს წელიწადში 28 მილიონი ფუნტი შესთავაზა, ასევე ბონუსები. ეს კი ყველად დროის საუკეთესო შეთავაზებაა მწვრთნელისთვის. ჟოზეს კი კონტრაქტის ხანგძლივობის არჩევა თვითონ შეეძლო. თუმცა, მოურინიომ სუპერწინადადება უარყო და როგორც ცოტახნის წინ განაცხადა, მას კარიერის […]
ჟოზე მოურინიო “უემბლიზე” უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
Daily Express-ის ინფორმაციით ზინედინ ზიდანი მანჩესტერის ჩასაბარებლად მზადაა
მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, რომელმაც სამეფო კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დანიშვით ინტერესდება, ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Daily Express იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ზიდანის მწვრთნელობას ბუქმეიქერები ყველაზე დაბალი კოეფიციენტით აფასებენ, მის დანიშვნას 4.50 აქვს. შეგახსენებთ რომ, რამდენიმე წუთის წინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. […]
მოურინიო პრემიერ ლიგაში ბრუნდება?!
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” მესვეურები ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ. მაურისიო სარისა და “არისტოკრატების” მესვეურებს შორის არსებული უთანხმოებიდან გამომდინარე იტალიელი სპეციალისტი დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში დატოვებს კლუბს. მაურისიო სარის მომდევნო გუნდად “იუვენტუსი” სახელდება. ბრიტანული ტაბლოიდების მტკიცებით, მაურისიო სარის პოტენციურ შემცვლელთა შორის ჟოზე მოურინიო ლიდერობს. პორტუგალიელი სპეციალისტი 2004-07 და 2013-15 წლებში უკვე წვრთნიდა […]