კეინმა შემოწმება გაიარა – რა დროს გამოტოვებს ინგლისელი?
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი, ჰარი კეინი მოედანზე დაბრუნებას აპრილამდე ვერ მოახერხებს. ინგლისის ნაკრების ლიდერი პრემიერლიგის 21-ე ტურში, “საუთჰემპტონს” წინააღმდეგ შეხვედრაში დაშავდა. ხელახალი სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ “დეზების” კაპიტანს ოპერაციის ჩატარება სჭირდებოდა, რის გამოც ის თამაშს ხანგრძლივად ვერ მოახერხებს. ამ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 26 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიითვალა. […]
კლოპთან დაპირისპირებას მოურინიო ეწირება, მაგრამ კოლოსალურ კომპენსაციას იღებს
“ჩელსიდან” და “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე გათავისუფლების შედეგად, ჟოზე მოურინიომ კოლოსალური კომპენსაცია მიიღო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომპენსაციის სახით, 51.5 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა. მოურინიოსა და “ჩელსის” გზები პირველად 2007 წელს გაიყო. თავდაპირველად, მოურინიოს გათავისუფლება აბრამოვიჩს 18 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 2013 წელს, მოურინიო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც გაათავისუფლეს – თუმცა მადრიდელებს კომპენსაციის გადახდა არ მოუწიათ. 2015 […]
პრემიერ ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში “ბორნმუთი” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა. აღნიშნულ მატჩში გამარჯვების მოპოვებას ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა. “ბორნმუთთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ გამართულ ვირტუალურ პრეს-კონფერენციაზე, მოურინიო ყურადღების ცენტრში მოექცა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ვირტუალური პრეს-კონფერენცია კურიოზულად დატოვა. “Can you hear me?” “No.” Jose Mourinho wasn’t feeling particularly chatty after his team drew […]
ლამპარდისა და მოურინიოს შელაპარაკება – რა უთხრა პორტუგალიელმა ფრენკს?
ინგლისის თასის მერვედფინალში “ტოტენჰემმა” “ჩელსი” პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრაში ლამპარდის გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც ფრენკსა და მოურინიოს შორის შეკამათება დაიწყო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა “ჩელსის” თავკაცს პრემიერლიგის გასული ტურის მატჩი გაახსენა. შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატები” “ვესტ ბრომვიჩთან” 0:3-ს აგებდნენ, თუმცა თამაშის შემოტრიალება მოახერხეს. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, მწვრთნელებმა ერთმანეთთან საუბარში უსიამოვნო სიტყვები გაცვალეს. “ჯანდაბა, ფრენკ. როდესაც […]
ლეო მესი – რას ფიქრობენ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები მის შესახებ?!
2022 წლის 24 ივნისს, ლეო მესი 35-ე დაბადების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ყოველი მომდევნო დაბადების დღე, აახლოვებს თარიღს, რომლისაც ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ეშინია – თანამედროვე ფეხბურთი მესის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი ასაკის მატებასთან ერთად, ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნება და ვარსკვლავურ დონეზე ასპარეზობა უჭირთ. დადგება დრო, როდესაც ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი, ბუცებს კედელზე […]
ლუკაშ მოურამ მოურინიო დაახასიათა
“ტოტენჰემის” ნახევარმცველმა ლუკაშ მოურამ, რომელიც ჰარი კეინის ტრავმის შემდეგ თავდამსხმელის პოზიციას დაუბრუნდა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. “ეს არის ადამიანი, რომელიც აანალიზებს მეტოქეს და თავის ფეხბურთელებთან ერთად ტაქტიკის განხილვა უყვარს. მას მოსწონს გუნდური მუშაობა, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ კომპაქტურად ვითამაშოთ, ისე, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული იყოს. ის ჩვენ თავისუფლებას გვანიჭებს, ცდილობს გამოიყენოს ჩვენი […]
მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ვალენსიას” უმასპინძლა, ჟოზე მოურინიოს ბიჭებმა კვლავ ვერ გაიმარჯვეს. წელს, მანჩესტერ იუნაიტედი ძალიან ცუდ ფორმაშია, რაც პრემიერ ლიგის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახება. კერძოდ, მანჩესტერელები 7 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფებიან. მანჩესტერ იუნაიტედმა, ბოლოს ოლდ ტრაფორდზე 10 აგვისტოს გაიმარჯვა, სადაც “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი სკანდალში გაეხვა
“მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანს, ანტონიო ვალენსიას ბოდიშების მოხდა და განმარტებების გაკეთება უწევს. ანტონიო ვალენსიას თავის მართლება Instagram-ზე განთავსებული პოსტის მოწონების გამო მოუხდა. “წითელი ეშმაკების” ეკვადორელმა კაპიტანმა, Instagram-ზე ფოტო მოიწონა, რომელსაც შემდეგი ტექსტი ჰქონდა დართული: “დროა მოურინიო წავიდეს”. მოგვიანებით, 33 წლის ვალენსია იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა განაცხადა, რომ მან მხოლოდ ფოტო მოიწონა და ტექსტის […]
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა მოურინიოს დასჯას ითხოვს
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული.
მანჩესტერ იუნაიტედის სამიზნე ჩელსის ყოფილი ფორვარდი იქნება
გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” “რომას” თავდამსხმელის ტამი აბრაჰამის შეძენით არის დაინტერესებული. “ჩელსიდან” წასვლის შემდეგ, ინგლისელი რომში გადაბარგდა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით საუცხოო ფორმაში შევიდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ფორვარდმა სერია A-ში 37 მატჩში 17, ხოლო ყველა ტურნირზე 27 გოლი გაიტანა. ამბობენ, რომ ერიკ ტენ ჰაგს ფორვარდების მთელი სია აქვს ჩამოწერილი, რომელთა დამატებასაც ზამთარში შეეცდება. ესპანური გამოცემა […]
მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, თურქულ “ბასაქშეჰირთან” – 1:2 მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის პოზიციები შესუსტდა. ინგლისური პრესა ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნორვეგიელ სპეციალისტს დაკავებულ თანამდებობაზე სულ ცოტა დროის გატარება მოუწევს და მისთვის წამზომი უკვე ჩართულია. საინტერესოა, რომ უკვე გაჟღერდა იმ ადამიანების გვარები, რომლებიც სულშერის პოტენციურ […]
მანჩესტერის დროებითი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა, რომელიც კომპენსაციის სახით 24 მილიონ ფუნტსაც მიიღებს. კლუბმა დროებით მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პორტუგალიელის ასისტენტი და კლუბის ლეგენდა, მაიკლ კერიკი დანიშნა, რომელიც ახალი მწვრთნელის მოსვლამდე გაწვრთნის კლუბს. ასევე ნახეთ: რა თანხას მიიღებს ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვების შემდეგ