მოურინიო რეალში ბრუნდება?!
“ლევანტესთან” სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ფლორენტინო პერესი იმედგაცრუებას ვერ მალავს და ლოპეტეგის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ესპანურ მედიაში გავრცელებული სენსაციური ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო შესაძლოა მადრიდის “რეალში” დაბრუნდეს. წყაროს მტკიცებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლოპეტეგის დღეები დათვლილია – მის პირველ შემცვლელად კი სწორედ მოურინიო განიხილება. El Chiringuito-მ ლოპეტეგის პოტენციურ შემცვლელთა შორის – ანტონიო კონტე, სანტიაგო სოლარი და არსენ ვენგერიც […]
ჟოზე მოურინიომ ბენფიკას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ჟოზე მოურინიომ “ბენფიკას” გაწვრთნაზე უარი განაცხადა. მიუხედავად “ბენფიკას” პრეზიდენტის მტკიცებისა, რომ ნებისმიერ თანხას გაიღებდა მოურინიოს გადასაბირებლად – ჟოზეს ინტერესებში პორტუგალიური კლუბის გაწვრთნა არ შედის. “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გათავისუფლების შემდეგ, პორტუგალიელი სპეციალისტი თავისუფლებით ტკბება და სამშობლოში დაბრუნებას კატეგორიულად გამორიცხავს. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მოურინიო უკვე წვრთნიდა “ბენფიკას”, “უნიაო ლეირიასა” და “პორტუს” რის შემდეგაც “ჩელსი” ჩაიბარა. “პორტუგალიაში კვლავ დაბრუნების […]
მოურინიომ რონალდუსა და მესის შესახებ დებატები ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დებატებზე ისაუბრა.
მოურინიო პრესკონფერენციაზე თავის თავს გამოელაპარაკა (ვიდეო)
კითხვა პირველი – სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ელოდებით კიდევ ფეხბურთელის შეძენას? პასუხი – არა მეორე კითხვა – კმაყოფილი ხართ ტრანსფერებით? – დიახ კმაყოფილი ვარ მესამე კითხვა – თავდამსხმელი არ გსურდათ?
მოურინიო: “სონისა და ლორისის ჩხუბი სასიამოვნო სანახაობა იყო”
პრემიერ ლიგის 33-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში “ტოტენჰემი” “ევერტონს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე” გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გასახდელში გასვლის დროს, “ტოტენჰემის” ორ ვარსკვლავს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. უგო ლორისი და სონი ერთმანეთს მოედანზე დაუპირისპირდნენ, მათი გაშველება კი თანაგუნდელებმა შეძლეს. მომხდარ ინციდენტს ჟოზე მოურინიო გამოეხმაურა. მატჩის დასრულების შემდეგ, […]
მოურინიოს “რეალი”- გუნდი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ სეზონში 121 გოლი გაიტანა
2011-12 წლების მადრიდის “რეალი”, რომელსაც სათავეში პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ედგა, შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. პორტუგალიელს ხშირად იმ დაცვითი ფეხბურთის გამო აკრიტიკებდნენ, რომელსაც მისი გუნდები თამაშობდნენ, მაგრამ ამას 2011-12 წლების “რეალზე” ნამდვილად ვერ ვიტყვით, რადგან გუნდმა ლა ლიგის 2011-12 წლების სეზონში სარეკორდო 121 გოლის გატანა შეძლო. აღნიშნული შედეგი არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ […]
მოურინიომ ხორვატიასთან მატჩისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა შეარჩია
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ინგლისისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრაზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ხვალინდელი მატჩისთვის ინგლისელთა ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: ,,მეკარის პოზიციაზე დავაყენებდი დინ ჰენდერსონს, რომლის დიდი გულშემატკივარი ვარ. როცა ,,იუნაიტედში” ვმუშაობდი, ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. ერთხელ მითხრა: ,,როცა არენდიდან დავბრუნდები, მინდა, რომ პირველი ნომერი გავხდე.” ჩვენ ერთმანეთს გაკვირვებით გადავხედეთ, რადგან დე ხეა გვყავდა, […]
პსჟ ახალ მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს განიხილავს
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, შესაძლოა, ჟოზე მოურინიო გახდეს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პარიზელებს ამჟამინდელი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გათავისუფლება, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი აქვთ. არგენტინელის შემცვლელად კი მთავარ კანდიდატად სწორედ ჟოზე სახელდება. პოჩეტინოს ,,პსჟ-სთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 50 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ი მოიგო. მოურინიო ,,რომაში” გასული წლის ივლისიდან მუშაობს. პორტუგალიელმა […]
მოურინიო: ,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემს კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს”
,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, განაცხადა, რომ ,,ტოტენჰემთან” ახლო ურთიერთობა არ აქვს: ,,ტოტენჰემი ერთადერთი გუნდია ჩემის კარიერაში, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ სტადიონი პანდემიის გამო ცარიელი იყო. ან იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ლევიმ ფინალში თამაშის (ინგლისის ლიგის თასის) და თასის მოგების საშუალება არ მომცა. თუმცა, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ასეთი კლუბია,” – თქვა […]
მანჩესტერის კრიზისი – მიზეზების ანალიზი
ორშაბათს, „ოლდ ტრაფორდზე“ ტოტენჰემთან (0:3) განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ დადასტურდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრიზისშია. პრობლემა კომპლექსურია, რადგან „იუნაიტედის“ დაღმასვლა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა. ჟოზე მოურინიო რთულია გავიხსენოთ სხვა ცნობილი სპეციალისტი, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირის მოგების შემდეგ მსგავსი დაღმასვლა განიცადა. მოუმ სხვადასხვა გუნდებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, პრემიერლიგა 3-ჯერ, პრიმერადივიზიონი 1-ელ, სერია ა 2-ჯერ, პრიმიერა ლიგა […]
რა თანხას მიიღებს მოურინიო გაგდების შემდეგ
პრემიერლიგის გრანდის მიერ ნაჩვენები კატასტროფული რეზულტატების შემდეგ, მოურინიოს პოზიციები თანდათან სუსტდებოდა. საბოლოოდ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურმა პირებმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. საბოლოო კულმინაციად, პრემიერლიგის ისტორიულ მტერ, “ლივერპულთან” მარცხი იქცა. მერსისაიდელებთან, “ენფილდზე” დამარცხების პასუხად “წითელი ეშმაკების” ბოსებმა მოურინიო დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო კომპენსაციის სახით დაახლოებით 24 მილიონ ფუნტს მიიღებს.
მოურინიმ ჩემპიონთა ლიგაზე სასურველი წყვილები დაასახელა
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნულ ეტაპზე 4 ინგლისური გუნდი გავიდა – “სიტი”, “იუნაიტედი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი”. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ერთ-ერთ რუსულ არხთან თავისი სასურველი წყვილები დაასახელა. “მინდა, რომ ინგლისური გუნდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ყველანაირი უპირატესობის გარეშე. უმჯობესი იქნება თუ მეოთხედფინალში ორ პრემიერლიგურ წყვილს მივიღებთ, რადგან ამით 1/2 ფინალში ორი ინგლისური გუნდი გავა. […]